არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

პაპა-ბებია. ეს-ესაა წავიკითხე სტატია „როგორ განვავითარო უფრო ახლო ურთიერთობა ჩემს პაპა-ბებიასთან?“ (8 ივნისი, 2001) რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“. მშობლები ყოველთვის მირჩევდნენ, რომ პაპა-ბებიასთან ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ, რადგან ჩემს მშობლებსა და დედაჩემის მშობლებს შორის ყოველთვის უთანხმოება იყო, ვფიქრობდი, რომ მე მათ არ უნდა დავლაპარაკებოდი. ამ სტატიამ დამანახვა, რომ იეჰოვას სურს მათთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. და სხვისი გულშემატკივრობის ნაცვლად, ვცდილობ იეჰოვას ნებისამებრ მოვიქცე.

კ. ლ. მ. (შეერთებული შტატები).

რა შესანიშნავია სტატიები პაპა-ბებიებზე! ძალიან გახარებული ვარ, რომ წერილების წერა მოიხსენიეთ. ჩვენც კი „ახალგაზრდები“ — მე 36 წლის ვარ — მიღებულ თითოეულ წერილსა თუ ღია ბარათს ვინახავთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გადასახადების ან სარეკლამო ფურცლების გარდა, სხვა რამესაც ღებულობ.

მ. ქ. (შეერთებული შტატები).

მადლობა მინდა გადაგიხადოთ 2001 წლის 8 მაისისა და 8 ივნისის ნომრებში პაპა-ბებიის შესახებ დაბეჭდილი სტატიებისთვის. თუმცა ბებია ჩვენგან შორს ცხოვრობს, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სწორედ ისეთი, თქვენს სტატიებში, რომ არის აღწერილი. ის იეჰოვას მოწმეა და ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაში მეხმარება. ზოგჯერ კრებისთვის ერთად ვემზადებით. ყოველთვის, როცა კი ვხედავ, როგორი დიდი მონდომებით ემსახურება ბებია ღმერთს, იეჰოვასადმი ჩემი სიყვარული უფრო იზრდება. ეს სტატიები ბებიასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში მეხმარება, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.

გ. მ. (იუგოსლავია).

მინდა გკითხოთ. პაპაჩემი, სერიოზულად ავადმყოფობს; გარდა ამისა, პაპას და ბებიას ეკონომიურად უჭირთ. როგორ შემიძლია მათთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, თუ ისინი ჩემთვის ვერ იცლიან?

თ. ო. (შეერთებული შტატები).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: თუ შენი პაპა-ბებია ახლოს ცხოვრობენ შეგიძლია მიაკითხო ხოლმე ან დროდადრო ტელეფონით ესაუბრო. შეიძლება გაეგზავნო კიდეც სადმე. როგორც სტატიაშიც იყო მოხსენიებული, წერილების წერა შეიძლება ახლო ურთიერთობის განვითარების ერთ-ერთი საშუალება იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, შენი პაპა-ბებია, უეჭველად მადლიერი იქნებიან, თუ მათთან ურთიერთობას არ გაწყვეტ.

ტელეფონები. ვმუშაობ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე. ძალიან მომეწონა თქვენი სტატია „შენ ქსელში ხარ ჩართული — როგორ?“ (8 ივნისი, 2001). ეს სტატია მართლაც გასაგებად იყო დაწერილი და იმედია წაახალისებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ ფიზიკა ძნელად ასათვისებელი საგანია.

ს. თ. (დიდი ბრიტანეთი).

მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიისთვის: „თქვენ ქსელში ხართ ჩართული — როგორ?“. ეს კითხვა ხშირად მებადებოდა. უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობ და მიყვარს „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა. ეს დროული პუბლიკაცია ბევრჯერ დამხმარებია საშინაო დავალებების შესრულებაში. გმადლობთ, რომ ასე ირჯებით.

ჰ. ვ. (შეერთებული შტატები).

1866 წელს ატლანტის ოკიანის ფსკერზე გაყვანილი სატელეფონო კაბელი პირველი არ ყოფილა. პირველად კაბელი ირლანდიასა და ნიუფაუნდენს შორის 1858 წელს გაიყვანეს. მაგრამ, რადგან მალე გამოვიდა მწყობრიდან, დავიწყებას მიეცა.

ლ. დ. (დიდი ბრიტანეთი).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჩვენს სტატიაში უბრალოდ იყო ნათქვამი, რომ «1866 წელს ატლანტის ოკიანის ფსკერზე დაუბრკოლებლად გაიყვანეს „სატელეგრაფო“ კაბელი ირლანდიასა და ნიუფაუნდენს შორის». პირველი კი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 1858 წელს გაიყვანეს. მაგრამ რამდენიმე კვირაში მწყობრიდან გამოვიდა და მოგვიანებით სრულიად მიივიწყეს.