თქვენ მოწვეული ხართ მობრძანდებით?
თქვენ მოწვეული ხართ მობრძანდებით?
ალბათ, გაინტერესებთ, სად ხართ მიწვეული?
სად და იეჰოვას მოწმეთა ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ შეხვედრაზე — ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. ამ შეხვედრას ისინი იესოს მიერ დაფუძნებული უფლის სერობის შესაბამისად ატარებენ. მათეს სახარება გვამცნობს: «აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“» (მათე 26:26—28).
ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს იესოს ამ სიტყვებს, განხილული იქნება გახსენების საღამოზე, რომელიც ამა წლის 28 მარტს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება. ვიმედოვნებთ, რომ მობრძანდებით. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებთან დააზუსტოთ. სიხარულით ველით თქვენს მობრძანებას.