არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისმინეთ და ისწავლეთ

ისმინეთ და ისწავლეთ

ისმინეთ და ისწავლეთ

„ცოდნის 85 პროცენტი მოსმენით გვაქვს მიღებული“, — ნათქვამია გაზეთ „ტორონტო სტარში“. თუმცა ჩვენი დროის დიდი ნაწილი მოსმენას მიაქვს, ამ დროის განმავლობაში ხელი გვეშლება, სხვა რამეზე გადაგვდის ყურადღება ან გვავიწყდება იმის 75 პროცენტი, რაც მოვისმინეთ. ეს სტატისტიკური მონაცემები იმაზე მიგვითითებს, რომ მოსმენის უნარის განვითარება გვჭირდება.

ზემოხსენებული ცნობის თანახმად „ბევრი პრობლემის მიზეზი სწორედ ცუდი მოსმენაა“. სამედიცინო დარგში მომუშავე სპეციალისტის, რებეკა შაფირის, აზრით ხშირად ეს თვითმკვლელობის, სკოლაში ძალადობის, ოჯახების ნგრევისა და ნარკომანიის მიზეზი ხდება.

სოციოლოგთა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხალხს მოსმენის სხვადასხვაგვარი უნარი აქვს. ზოგს მოსწონს რაიმე ამბავის დაწვრილებით მოსმენა. ზოგს კი ძირითადის მოსმენა აინტერესებს და მოსაუბრეს სთხოვს, სათქმელი მოკლედ თქვას. „ასე რომ, ასეთი მოსაუბრეები ერთმანეთს ვერ გაუგებენ“, — ნათქვამია ზემოხსენებულ გაზეთში.

არც თუ უსაფუძვლოდ აღნიშნა ხაზგასმით იესომ: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). კარგი მსმენელი ამით კარგ თვისებებს ავლენს. ყურადღებით მოსმენა კი კარგი საუბრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ გსურს, რომ ვინმესთან საუბრისას ყურადღებიანი იყო, არ გადაიტანო ყურადღება ხელის შემშლელ ფაქტორებზე, ოდნავ წინ გადაიხარე, აგრძნობინე, რომ უსმენ და მოსაუბრეს თვალებში უყურე, დროდადრო კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე. რადგან ცოდნის მიღება, ძირითადად, კარგ მოსმენაზეა დამოკიდებული, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კარგი მოსმენა ვისწავლოთ.