არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ აკვირდებოდნენ

მათ აკვირდებოდნენ

მათ აკვირდებოდნენ

ოჰაიოს (აშშ) ერთ-ერთ პატარა ქალაქში ორი ახალგაზრდა სასაუზმოდ სასადილოში შევიდა. როგორც ყოველთვის, მათ ახლაც დახარეს თავი და საუზმის წინ ჩუმად ილოცეს.

ამ ორ ახალგაზრდას ერთი მანდილოსანი აკვირდებოდა. მოგვიანებით ის მათთან მივიდა, მაგიდიდან მათი ანგარიში აიღო და უთხრა: „დღეს, როდესაც ახალგაზრდების შესახებ მხოლოდ ცუდი გვესმის, ძალიან მესიამოვნა ისეთი ახალგაზრდების დანახვა, რომლებიც ჭამის წინ ღმერთს მადლობას უხდიან. ამიტომ საუზმის ფული მინდა გადაგიხადოთ“.

ბიჭები მოულოდნელობისგან გაოცდნენ და გაოგნებულებმა მადლობის თქმის მეტი ვერაფერი მოახერხეს. ცოტახნის შემდეგ გაათვითცნობიერეს, რომ ამ მანდილოსნისთვის უნდა აეხსნათ, თუ რომელ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით. ერთ-ერთი მათგანი მივიდა მასთან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

იეჰოვას მოწმეები თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად სწავლობენ ბიბლიას. ამ ბიჭების მშობლებიც ასე იქცეოდნენ. ერთ-ერთი პუბლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ოჯახური შესწავლის ჩატარებაა შესაძლებელი, არის: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ამ წიგნის 19 თავიდან ერთ-ერთი ლოცვას ეხება. ამ თავის სათაურია „როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება“.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს 192-გვერდიანი წიგნი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე გააგზავნით.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.