ქორწილის დღე — ბედნიერი დღე, რომლისთვისაც ბევრი რამ უნდა გაიღო
ქორწილის დღე — ბედნიერი დღე, რომლისთვისაც ბევრი რამ უნდა გაიღო
ბიბლიიდან ჩანს, რომ პირველი საქორწინო კავშირის შეკვრით იეჰოვა ღმერთმა, — რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს ადამიანის ბუნებას, — ქორწინების ინსტიტუტი დააფუძნა, რითაც ადამიანთა საზოგადოებას ჩაუყარა საფუძველი (დაბადება 2:18—24). ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაში, ბიბლიაში, ვნახულობთ სხვადასხვა პრინციპებს, რომლებიც ქორწილისთვის მზადებაში გამოგვადგება.
მაგალითად, ავიღოთ შემთხვევა, როდესაც იესომ უთხრა ქრისტიანებს, ‘მიეცათ კეისრისა კეისრისთვის’, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ იმ ქვეყნის კანონი უნდა დაეცვათ (მათე 22:21). ორ პიროვნებას შორის დადებული კანონიერი საქორწინო ხელშეკრულება მრავალმხრივი დაცვით უზრუნველყოფს მათ — მაგალითად, ბავშვებზე პასუხისმგებლობის განაწილებისა (მათი მოვლა-პატრონობისა და განათლების ჩათვლით) და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების საკითხში. გარდა ამისა, არსებობს კანონები, რომლებიც ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციისგან იცავს *.
სამზადისი
თუკი წყვილმა შეუღლება გადაწყვიტა და სურს, რომ ქორწინება ბიბლიური კანონებისა და პრინციპების, აგრეთვე ქვეყნის კანონების მხედველობაში მიღებით ჩატარდეს, რა პრაქტიკული საკითხები იქნება გასათვალისწინებელი? ამ საკითხების რიცხვს მიეკუთვნება ქორწილის თარიღის დადგენა და იმის განსაზღვრა, თუ როგორ ჩატარდება საქორწინო ცერემონიალი.
„შეიძლება წყვილის აზრი მშობლების აზრს ყველაფერში არ ემთხვეოდეს, რის გამოც ისინი ორცეცხლშუა აღმოჩნდნენ და თავიანთ სურვილებსა და ოჯახურ ტრადიციებს შორის არჩევნის გაკეთების გამო მერყეობდნენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც ამ თემას ეძღვნება. რის გაკეთება შეიძლება? „ეს საკითხი არ არის იოლი გადასაჭრელი, გამოსავალი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დასხდეთ და თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე გულახდილად ილაპარაკოთ, ერთმანეთს ტაქტიანად მოუსმინოთ და საერთო შეთანხმებამდე მიხვიდეთ. ამ დროს ყოველ თქვენგანს გარკვეული განცდები გეუფლებათ და, თუ ცოტაოდენ წინდახედულობას გამოიჩენთ და ერთმანეთს გაუგებთ, ეს ბევრი რამის გაკეთებას გაგიადვილებთ“ (The Complete Wedding Organiser and Record).
თუმცა მოსიყვარულე მშობლებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ ამ დღემ ლამაზად ჩაიაროს, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ იმისგან, რომ თავიანთი სურვილები შვილებს თავს არ მოახვიონ. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ნეფე-დედოფალმა უნდა მიიღოს, მაგრამ მათაც უნდა დაუგდონ ყური კეთილმოსურნეთა რჩევებს. გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა წინადადებებს დაეთანხმონ და რას არა, წყვილს უნდა ახსოვდეს ბიბლიური რჩევა: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი 1 კორინთელთა 10:23, 24).
აშენებს. არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (სამზადისის დროს ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაწყებული მოსაწვევების გაგზავნიდან სტუმრების მისაღებად სათანადო ადგილის მოძებნამდე. „რაც უფრო უკეთ მოაბამთ თავს მზადების პროცესს, რაც უფრო მეტ წინდახედულობას გამოიჩენთ და კარგად დაგეგმავთ ყველაფერს, მით უფრო ნაკლებად დაიღლებით და დაიძაბებით“, — ამბობს ჰ. ბოუმენი თავის წიგნში (Marriage for Moderns). „საუკეთესო ვითარებების დროსაც კი, — იძლევა ის გაფრთხილებას, — დაღლილობას მთლად ვერ აუვლით გვერდს, ამიტომაც კარგი იქნებოდა, ყველანაირი ზომები მიგეღოთ მის მაქსიმალურად შესამცირებლად“.
ბევრი საქმე იქნება მოსაგვარებელი და სტუმრების გამასპინძლებაზეც უნდა იფიქროთ. შეძლებენ მეგობრები ან ოჯახის წევრები დახმარების აღმოჩენას? იქნებ ზოგი რამ, რაც მაინცდამაინც ნეფე-დედოფლის გასაკეთებელი არ არის, სხვებმა იტვირთონ?
ხარჯები
ძალზე მნიშვნელოვანია ხარჯების წინასწარი დაანგარიშება. არაგონივრულად მოვიქცევით და არც სიყვარულს გამოვხატავთ, თუ წყვილისგან ან მათი მშობლებისგან მოველით, რომ ვალებში ჩაეფლონ ქორწილის ხარჯების დასაფარავად, თუკი ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება. ბევრმა, ვისაც შედარებით მდიდრული ქორწილის გადახდაზე მიუწვდებოდა ხელი, მოკრძალებული ქორწილის გადახდა არჩია. ზოგმა წყვილმა შეამჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დიდ დახმარებას სწევს სავარაუდო და რეალური ხარჯების აღრიცხვა. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ისეთი სიის შედგენაც, სადაც ყველა აუცილებელი ღონისძიების შესრულების უკანასკნელი ვადაც იქნება აღნიშნული. ამ საკითხში მეხსიერებაზე მინდობა კარგ სამსახურს ვერ გაგიწევთ და შესაძლოა, სტრესშიც კი ჩაიგდოთ თავი.
რა დაჯდება ქორწილის გადახდა? ფასები ყველგან სხვადასხვაა, მაგრამ სადაც უნდა ცხოვრობდეთ, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: „შევწვდებით კი ყველაფერს, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ? ნამდვილად გვჭირდება ეს ყოველივე?“. ტინამ, ერთმა პატარძალმა, თქვა: «ზოგი რამ, რაც თავიდან „ყოვლად აუცილებელი“ გვეგონა, საბოლოო ჯამში არასაჭირო აღმოჩნდა». დაფიქრდით იესოს რჩევაზე: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?“ (ლუკა 14:28). თუკი ხედავთ, რომ ყველაფერზე ხელი არ მიგიწვდებათ, ზოგ რამეზე უარი თქვით. და მაშინაც კი, თუ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, შეიძლება წვეულების უფრო სადად გადახდა ამჯობინოთ.
იტალიაში არსებობს სპეციალური გამოფენა-გაყიდვა, სადაც ქორწილისთვის აუცილებელ ნივთებსა და მომსახურებას სთავაზობენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმის გამოთვლა, თუ რა შეიძლება დაუჯდეს ტიპიურ იტალიელ პატარძალს მორთვა-მოკაზმულობა და სხვადასხვა სახის მომსახურება: მაკიაჟი და ვარცხნილობა — $450; მდიდრული მანქანის დაქირავება — $300; ქორწილის ვიდეოჩანაწერი — $600; საქორწინო ალბომი (ფოტოსურათების გარეშე) — $125-500; ყვავილები — $600-დან; ბანკეტი — სულზე $45-90; საპატარძლო კაბა — $1 200-ზე მეტი. რადგან ქორწილი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გასაგებია, რომ ამ დღისთვის რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება გსურთ, მაგრამ მანამ, სანამ რამეს გადაწყვეტდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
თუმცა ზოგი საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, სხვები თავიანთ სახსრებს ზოგავენ ან მცირედით კმაყოფილდებიან იმის გამო, რომ სხვა არჩევანი არა აქვთ. „ორივე პიონერები [სრული დროით მქადაგებლები] ვიყავით და ფული არ გვქონდა, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, — თქვა ერთმა პატარძალმა, — საპატარძლო კაბისთვის სადედამთილომ ქსოვილი მიყიდა, ხოლო მეგობარმა ამ ქსოვილისგან კაბა შემიკერა და მომართვა, როგორც საქორწინო საჩუქარი. ჩემმა მეუღლემ ხელით დაწერა მოსაწვევები, ერთმა ქრისტიანმა მეგობარმა კი მანქანა გვათხოვა. ძირითადი, რაც წვეულებისთვის იყო საჭირო, ვიყიდეთ, ვიღაცამ ღვინო მოგვიტანა. ზედმეტ ხარჯებში არ გადავვარდნილვართ, მაგრამ რაც გვქონდა, სრულიად საკმარისი იყო“. ერთმა ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ როდესაც ოჯახის წევრები და მეგობრები
პრაქტიკულ დახმარებას გიწევენ, „ხარჯები საგრძნობლად მცირდება“.როგორი ფინანსური მდგომარეობაც უნდა ჰქონდეთ, ქრისტიან წყვილებს არ სურთ, რომ საზრუნავმა შთანთქას ისინი და სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ზომიერების გრძნობა დაკარგონ (1 იოანე 2:15—17). რაოდენ სამწუხარო იქნებოდა, თუკი ისეთი ბედნიერი მოვლენა როგორიცაა ქორწილი, იმის მიზეზი გახდებოდა, რომ ვინმეს დაერღვია ზომიერებასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპი, რომელიც გვაფრთხილებს გადამეტებული ჭამა-სმისა და ნებისმიერი ისეთი მოქმედების შესახებ, რომელთა გამოც ადამიანი „წუნდაუდებლის“ სახელს დაკარგავდა! (იგავნი 23:20, 21; 1 ტიმოთე 3:2, აქ).
ნუ აჰყვებით ზოგიერთებს და ნუ მოისურვებთ, რომ სხვებზე დიდი და უკეთესი ქორწილი გადაიხადოთ. ამ ტენდენციას კარგად გამოხატავს ერთი მაგალითი: ერთ ქვეყანაში ორ პატარძალს უშველებელი ფატა ეკეთა — ერთის ფატა დიამეტრში 13 მეტრი იყო და 220 კილოგრამს იწონიდა, მეორისა კი 300 მეტრის სიგრძისა იყო და მისი ტარება 100 ქალიშვილს ჰქონდა დავალებული. აირეკლავდა კი კეთილგონიერებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ რჩევას ამდაგვარი წარმოდგენების მიბაძვა? (ფილიპელთა 4:5).
საჭიროა ტრადიციების დაცვა?
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საქორწილო ტრადიციებია დამკვიდრებული, ამიტომაც შეუძლებელია ყოველი მათგანის მიმოხილვა. როდესაც წყვილი რომელიმე ადგილობრივი ჩვეულების დაცვა-არდაცვის საკითხს წყვეტს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან: „რა აზრია მასში გატარებული? ხომ არ უკავშირდება რაიმე ცრურწმენას, როგორც, მაგალითად, იმ რიტუალის შემთხვევაში, როდესაც ახალდაქორწინებულებს იღბლიანობასა და გამრავლებას უსურვებენ ხოლმე და ამის ნიშნად თავზე ბრინჯს აყრიან? ადგილობრივ წეს-ჩვეულებას ცრუ რელიგიასთან ან ბიბლიაში აკრძალულ სხვა რომელიმე მოქმედებასთან რაიმე საერთო ხომ არ აქვს? გონიერებას მოკლებული და უსიყვარულობის გამომხატველი ხომ არ არის? დამაბრკოლებელი ხომ არ იქნება ან ვინმეს უხერხულად ხომ არ აგრძნობინებს თავს? ხომ არ გამოიწვევს სტუმრებში ეჭვს, რომ წყვილს რაღაც არასწორი მოტივები ამოძრავებს? უადგილო ხომ არ იქნება?“. თუკი ამ პუნქტებიდან რომელიმე ეჭვებს აღგიძრავთ, უმჯობესი იქნება, თუ მოერიდებოდით ტრადიციის მიყოლას და, თუ აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების შესახებ სტუმრებს წინასწარ აცნობებდით.
სიხარული და ღელვა
ამ ლამაზ და დაუვიწყარ დღეს ადამიანს შეიძლება ათასნაირი გრძნობა დაეუფლოს — შეიძლება ეიფორიულმა სიხარულმა მოიცვას, მეორე წუთს კი ნაღველმორეულს კურცხალი გადმოუგორდეს. „ძალიან ბედნიერი ვიყავი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველა ნატვრა და ოცნება ამიხდა“, — ამბობს ერთი პატარძალი. სასიძო კი იხსენებს: „ეს იყო ჩემი ცხოვრების უსაშინელესი და უბედნიერესი დღე. ჩემი მეუღლის მშობლებს ღაპაღუპით სდიოდათ ცრემლები იმის გამო, რომ მათი უფროსი ქალიშვილი მიმყავდა, მათი შემხედვარე ჩემს ცოლსაც ტირილი აუტყდა, ბოლოს მეც ვეღარ გავძელი და ცრემლები წამსკდა“.
ასეთი რეაქციები შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს — ისინი ემოციური დაძაბულობის ბრალია. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, თუ ოჯახური ურთიერთობები დროდადრო ცოტათი დაიძაბება — თავად წყვილს შორისაც კი. «ბოლოს და ბოლოს, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა წყვილის ცხოვრებაში, როდესაც ერთობლივად უწევთ დიდი მოვლენისთვის მზადება და ყველაფრის დაგეგმვა. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ აღელვება გარკვეულწილად იმოქმედებს მათ ურთიერთობებზე, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში — არ ღირს ნერვების მოშლა იმის გულისთვის, რომ ერთს ელოდით და სხვა გამოდის; ასეთ დროს უმჯობესია, რჩევისა და მხარდაჭერისთვის ვინმეს მიმართოთ» (The Complete Wedding Organiser and Record).
ერთმა სასიძომ თქვა: „ძალიან მადლობელი ვიქნებოდი იმ ადამიანის, ვინც დამარიგებდა, ვისაც მივენდობოდი და ჩემს შინაგან გრძნობებს გავუზიარებდი, მაგრამ ყოველთვის სანანებლად მაქვს ის, რომ იმ დროს ასეთი ადამიანი გვერდით არ მყოლია“. განა ამ როლს მოწიფულ მეგობარზე, ნათესავზე ან ქრისტიანული კრების რომელიმე გამოცდილ წევრზე უკეთ შეასრულებს ვინმე?
როდესაც მშობლები ხედავენ, როგორ ტოვებს მათი შვილი ოჯახს, შეიძლება სიხარულისა და სიამაყის გრძნობებს ნოსტალგიის გრძნობაც შეერიოს და თავისებურ წუხილსაც განიცდიდნენ. ისინი უნდა შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ დგება დრო, როდესაც შვილი „მიატოვებს. . . დედ–მამას და მიეწებება“ თავის მეუღლეს, რათა „ერთხორცად იქცნენ“, რაც ღმერთის განზრახვას შეესაბამება (დაბადება 2:24). ერთი დედა იხსენებს, თუ რას განიცდიდა უფროსი ვაჟის ქორწინების დროს: „ვტიროდი, მაგრამ არა მხოლოდ სევდის გამო — ეს იყო სიხარულის ცრემლებიც, რადგან ჩვენს ოჯახში ნამდვილად ძვირფასი რძალი შემოვიდა“.
ქორწილი რომ ყველასათვის სასიამოვნო და ტკბილად მოსაგონარი იყოს, მშობლებმა — ისევე როგორც ნეფე–დედოფალმა — უნდა გამოავლინონ თანამშრომლობისთვის აუცილებელი ქრისტიანული თვისებები: სიმშვიდე, არაეგოისტურობა და სხვისი შეხედულების გათვალისწინების უნარი (1 კორინთელთა 13:4—8; გალატელთა 5:22—24; ფილიპელთა 2:2—4).
ზოგი პატარძალი შიშობს, რომ ქორწილის დღეს რაღაც საშინელება მოხდება — მანქანას საბურავი დაეშვება და ცერემონიალზე დააგვიანებს, ამინდი აირევა ეკლესიასტე 9:11). როდესაც სირთულეებს წააწყდებით, შეეცადეთ, არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა და დადებითი განწყობილება შეინარჩუნეთ. თუკი რამე მთლად კარგად არ ჩაივლის, გახსოვდეთ, რომ გაივლის წლები და როდესაც ამის შესახებ სხვებს მოუთხრობთ, გაგეცინებათ. არ დაუშვათ, რომ ამ უმნიშვნელო უსიამოვნო შემთხვევებმა თავად ქორწილის დღის სიხარული დაგიჩრდილოთ.
ან ბოლო წუთში საქორწილო კაბა ისე დაუზიანდება, რომ აღარაფერი ეშველება. ცხადია, რომ აქედან, ალბათ, არც არაფერი მოხდება, მაგრამ ყველაფერს რეალურად შეხედეთ. შესაძლოა, ყველა ჩანაფიქრი სრულყოფილად ვერ განხორციელდეს, ამიტომაც შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ გარკვეული მინუსები მოსალოდნელი იქნება ([სქოლიო]
^ აბზ. 3 სხვადასხვა ქვეყანაში კანონი კრძალავს ბიგამიას (ორქორწინებას), ინცესტს (სისხლის აღრევას), თაღლითობას, მეუღლეზე ძალადობასა და მცირეწლოვანთა ქორწინებას.
[ჩანართი 7 გვერდზე]
ზოგი რამ, რაც თავიდან „ყოვლად აუცილებელი“ გვეგონა, საბოლოო ჯამში არასაჭირო აღმოჩნდა (ტინა, პატარძალი)
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
ძირითადი სამზადისის ნუსხა *
6 თვით ან მეტი ხნით ადრე
❑ მომავალ მეუღლესა და ორივე თქვენგანის მშობლებს დაელაპარაკეთ თქვენი გეგმებისა და ჩანაფიქრის შესახებ.
❑ გადაწყვიტეთ, თუ როგორ ჩაიაროს ქორწილმა.
❑ გამოთვალეთ სავარაუდო ხარჯები.
❑ გაიგეთ, რა მოთხოვნებს აწესებს კანონი.
❑ დაჯავშნეთ საბანკეტო დარბაზი.
❑ დაუკავშირდით ფოტოგრაფს.
4 თვით ადრე
❑ საკუთარი გარდერობიდან შეარჩიეთ, იყიდეთ ან შეიკერეთ საქორწინო ტანსაცმელი.
❑ შეუკვეთეთ ყვავილები.
❑ შეარჩიეთ და შეუკვეთეთ მოსაწვევი ბარათები.
2 თვით ადრე
❑ გააგზავნეთ მოსაწვევები.
❑ შეიძინეთ ბეჭდები.
❑ მოამზადეთ აუცილებელი დოკუმენტები.
1 თვით ადრე
❑ გაისინჯეთ საქორწინო ტანსაცმელი.
❑ დარწმუნდით იმაში, რომ ვისთვისაც რაიმეს დავალება გინდოდათ, უკვე დაავალეთ.
❑ შეადგინეთ სამადლობელი წერილები უკვე მიღებული საჩუქრებისთვის.
2 კვირით ადრე
❑ დაიწყეთ პირადი ნივთების ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადატანა.
1 კვირით ადრე
❑ შეამოწმეთ, იცის თუ არა ყველა დამხმარემ, რაც უნდა გააკეთოს.
❑ წინასწარ მოაგვარეთ დაქირავებული და ნათხოვარი ნივთების დაბრუნების საკითხი.
❑ რაც შეიძლება, რომ სხვებს გადააბაროთ, გადააბარეთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 31 მოცემული ჩამონათვალი კანონით დაწესებულ ადგილობრივ მოთხოვნებსა და პირად გარემოებებს უნდა შეუსაბამოთ.
[სურათი 8 გვერდზე]
„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.