არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეგზოტიკური მცენარის გამომაცოცხლებელი სასმელი

ეგზოტიკური მცენარის გამომაცოცხლებელი სასმელი

ეგზოტიკური მცენარის გამომაცოცხლებელი სასმელი

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ნიგერში

პაპანაქება სიცხეში ალბათ უარს ნამდვილად არ იტყოდით ცივ სასმელზე. დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები მრავალი ოჯახი დიდი სიამოვნებით შეექცევა მცენარისგან დამზადებულ, ხასხასა ფერის მქონე გამომაცოცხლებელ სასმელს, რომელიც ძალიან გემრიელია, სასარგებლოც არის და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სასმელს ბისოპს უწოდებენ და მას ტროპიკული ყვავილოვანი მცენარის, ჰიბისკუსის ვარდისგან ამზადებენ. ჰიბისკუსის ვარდი ორ მეტრს ან უფრო მეტ სიმაღლესაც აღწევს. იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხარობს, მაგრამ უფრო მეტად მშრალ კლიმატს ეგუება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიგერი, მალი და სენეგალი.

როგორ დავამზადოთ ბისოპი

დაახლოებით ერთ ლიტრ წყალს დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ამ მცენარის ყვავილი. ნაზავი წამოვადუღოთ და ნახარში 15—20 წუთის განმავლობაში ხელუხლებლად გავაჩეროთ. შემდეგ გადავწუროთ და მიღებული ნაყენი შემთბარი ან გაციებული მივირთვათ შაქრით ან უშაქროდ. მაგრამ თუ ბავშვებისთვის ცივი სასმელის მომზადება გვინდა, უმჯობესია, მათთვის დავატკბოთ. ზოგი ოჯახი სასმელს პიტნით ან ვანილის არომატით ამზადებს. ახლა ცივი, მუქი წითელი ბისოპი ჩავასხათ პატარა და სუფთა ცელოფნის პარკებში და გადავკვანძოთ. აი, ბისოპიც მზადაა და შეგვიძლია გახარებულ ბავშვებს მივართვათ. ბავშვები უმალ ხვრეტენ პარკის კუთხეს და საყვარელ სასმელს ეწაფებიან. მისი მირთმევა, რასაკვირველია, ჭიქითაც შეიძლება.

გარდა იმისა, რომ გემრიელია, როგორც ამბობენ, ბისოპი სასარგებლოც არის. იგი შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას, A და C ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს! ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბისოპი სუსტი საფაღარათო, შარდმდენი და ღვიძლის ფუნქციის მასტიმულირებელი საშუალებაა. როგორც უნდა იყოს, რა კარგია, რომ ეს მცენარე არა მარტო თვალს აამებს, არამედ სასარგებლო, გამომაცოცხლებელ სასმელსაც გვაძლევს.

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

Photo by Kazuo Yamasaki