წიგნი, რომელსაც ოჯახების განმტკიცება შეუძლია
წიგნი, რომელსაც ოჯახების განმტკიცება შეუძლია
ლუიზიანაში (აშშ) მცხოვრებ ლესლის ტულანის უნივერსიტეტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ როგორც სხვა უნივერსიტეტები, ლუიზიანაში ისინიც ახალდაქორწინებულთა გამოკითხვას ატარებდნენ.
ლესლი დათანხმდა მონაწილეობის მიღებაზე; მოგვიანებით მიიღო ანკეტა, შეავსო და წიგნთან ერთად, „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გააგზავნა უკან. თანაც დასძინა, რომ თვითონ და თავისი ქმარი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და დაქორწინებამდე ამ წიგნს სწავლობდნენ ერთად.
რამდენიმე კვირის შემდეგ ლესლიმ ამ გამოკითხვის ორგანიზატორისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „ვიმედოვნებთ, რომ ისეთ წყვილს, როგორც თქვენ ხართ, ჩვენთვის იმის სწავლება შეუძლია, თუ როგორ შევქმნათ მტკიცე და ბედნიერი ოჯახი. ის, რომ თქვენ განსხვავებული წარსული გქონდათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხშირად ოჯახში პრობლემების მიზეზი ხდება. ოჯახის შექმნისთვის მომზადება, განსაკუთრებით კი ამ წიგნით, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეთ, დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ ყველანაირ უთანხმოებას. და, რაღა თქმა უნდა, ისიც დიდად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რელიგია გიბიძგებთ ამისკენ. თქვენ ძალიან ბედნიერები ხართ, რადგან ძლიერი რწმენა და ღვთის დახმარების იმედი გაქვთ.
ეს წიგნი კი ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა და, როდესაც სტუდენტები დაქორწინებასთან დაკავშირებით რჩევებს მეკითხებიან, ამ წიგნით ვხელმძღვანელობ. არასდროს წამიკითხავს ასეთი საინტერესო და შესანიშნავი წიგნი“.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენც სათანადოდ შეაფასებთ ამ წიგნს. შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე გააგზავნით. ამ წიგნიდან თქვენ პრაქტიკულ რჩევებს მიიღებთ, რომელიც პრობლემების გადაჭრასა და შემოქმედისთვის მოსაწონი ოჯახის შექმნაში დაგეხმარებათ.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.