არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ინგლისურ ენაზე).

1. რატომ იქნება არასწორი, რომ ადამიანი თავისთვის ან სხვისთვის შურისძიებას შეეცადოს? (რომაელთა 12:19).

2. რატომ კრძალავს იეჰოვა ხატებისა და კერპების თაყვანისცემას? (ესაია 42:8).

3. როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ღვთის მიერ მოცემულ დავალებაზე, რომელიც დედამიწაზე უნდა შეესრულებინა? (იოანე 4:34).

4. სად აკურთხეს დავითი მეფედ (იერუსალიმში გადასვლამდე სწორედ ეს ქალაქი იყო მისი სატახტო ქალაქი)? (მეორე მეფეთა 2:1—4).

5. როგორც იოანე გვატყობინებს, რომელ ძვირფას ქვას წააგავდა იეჰოვას ტახტის ირგვლივ გადაჭიმული ცისარტყელა? (გამოცხადება 4:3).

6. როდესაც რომში მიჰყავდათ პატიმარი პავლე რამდენიმე ადგილას შეაჩერეს. რა ეწოდებოდა ერთ-ერთ ასეთ ადგილს? (საქმეები 28:13).

7. რა პოეტური გამონათქვამით მოიხსენიებს იერემია იერუსალიმს, როდესაც მის განადგურებაზე მოთქვამს? (გოდება იერემიასი 2:2).

8. რომელი მმართველის შიშით მოისულელა დავითმა თავი? (პირველი მეფეთა 21:13—16).

9. რატომ იყო სასიკვდილო ცოდვა იმ მირონის დამზადება ან პირადად გამოყენება, რომლის დამზადებაც იეჰოვამ მხოლოდ მოსეს დაავალა? (გამოსვლა 30:31—38).

10. რომელი მოწაფის გამო „ჩამოვარდა უთანხმოება“ პავლესა და ბარნაბას შორის, რის გამოც ერთმანეთს დასცილდნენ? (საქმეები 15:36—41).

11. იოანეს 3:16-ის თანახმად, რის საფუძველზე შეუძლია ადამიანს მარადიული სიცოცხლის მიღება? (იოანე 3:16).

12. რა სიტყვით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები? (3 იოანე 15).

13. ვინ იყო ის კაცი, რომელიც დავითმა სირბილზე იცნო, როდესაც მისთვის ცნობა მოჰქონდა? (მეორე მეფეთა 18:27).

14. რატომ არ დართო ღმერთმა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება? (რიცხვნი 20:7—12).

15. ვინ იყო ცნობილი იმ კაცად, ეტლს რომ „გადარეულივით“ მიაქროლებდა? (მეოთხე მეფეთა 9:20, აქ).

ვიქტორინის პასუხები

1. იმიტომ, რომ იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“.

2. იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას, განდიდებასა და ქება-დიდებას.

3. ის საჭმელივით იყო მისთვის.

4. ხებრონში.

5. ზურმუხტს.

6. პუტეოლი.

7. „იუდას ასული“.

8. აქიშის, გათის მეფის შიშით.

9. იმიტომ, რომ ის წმინდად ითვლებოდა და იეჰოვას მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების მნიშვნელობასა და სიწმინდეზე მიანიშნებდა.

10. მარკოზის გამო.

11. იესოსადმი რწმენის საფუძველზე.

12. მეგობრები.

13. ახიმაყაცი.

14. იმიტომ, რომ ისრაელებისთვის წყლის მიცემისას დაუფიქრებლად მოიქცა და ღვთის სახელი არ განადიდა.

15. იეჰუ.