არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სანიტარი“ მწერები

„სანიტარი“ მწერები

„სანიტარი“ მწერები

ადამიანებმა სულ რაღაც 150 წლის წინათ დაიწყეს ჩამდინარე წყლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამანადგურებელი რთული სისტემების შექმნა. თუმცა კი უკვე არსებობდა „ნარჩენების განადგურების დარგში“ დახელოვნებული სპეციალისტი — ტროპიკულ ამერიკაში აღმოჩენილი პაწაწინა ჭიანჭველა.

დიდ მიწისქვეშა ბუდეში მილიონამდე ფოთოლმჭრელი ჭიანჭველისგან შემდგარი დასახლებაა. „მუშახელის“ სხვადასხვა წარმომადგენლები ერთიმეორისგან განსხვავებულ დავალებებს ასრულებენ. ზოგი ჭიანჭველა აგროვებს ფოთლების ნარჩენებს, რომელთაც სხვა ჯგუფი ღეჭავს და ფაფისებრ მასად აქცევს. „მებაღე“ ჭიანჭველები ამ მასას ბუდის შიდა „ოთახებში“ საჭმელად ვარგისი სოკოების მოსაყვანად იყენებენ. ისინი ინფექციის გამავრცელებელ ნებისმიერ რამესაც იშორებენ თავიდან — მავნებელ სოკოებს, მკვდარ ან მომაკვდავ ჭიანჭველებსა და ლპობად მასალას. მაგრამ საკუთარ ნაგავს როგორღა იშორებენ?

გაზეთ „ინდეპენდენტის“ თანახმად, შეფილდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა პასუხი გასცეს ამ კითხვას. „ოთახებთან“ ახლოს განლაგებულია უფრო დიდი ზომის სათავსები, სადაც ნაგავი ინახება. ამ ნარჩენების გადამამუშავებელი ჭიანჭველები მთელ ცხოვრებას აქ ატარებენ — ისინი ურევენ და ურევენ ამ ნაგავს, რითაც ხელს უწყობენ მის დაშლას, ეს კი, თავის მხრივ, დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს სპობს. „მებაღე“ ჭიანჭველები არასოდეს შედიან ნაგვისთვის განკუთვნილ „სათავსებში“. ნარჩენები მათ გვირაბში მიაქვთ, ხოლო ნაგავთან მომუშავე „სანიტრები“ კი აგროვებენ მათ. ნაგვის გადამუშავების ეს ეფექტური სისტემა კოლონიას დაბინძურებას არიდებს და ჭიანჭველების ჯანმრთელობასაც იცავს.

იეჰოვა ღმერთმა მწერები ინსტინქტური სიბრძნით შექმნა; ამასთანავე მან 3 500 წელზე მეტი ხნის წინათ ისრაელებს ჯანმრთელობის დასაცავი პრაქტიკული რჩევებიც მისცა. ამ კანონების გამოყენებით ისინი თავიდან აიცილებდნენ საჭმლისა და წყლის მარაგის დაბინძურებას, შეაჩერებდნენ ინფექციური დაავადებების გავრცელებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც უმტკივნეულოდ მოიშორებდნენ. რამდენი ტკივილის არიდება და სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა ამ პრინციპების დაცვით! (ლევიანნი 11:32—38; რიცხვნი 19:11, 12; მეორე რჯული 23:9—14).