არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წარმავალია წუთისოფლის სახე“

„წარმავალია წუთისოფლის სახე“

გიწვევთ საჯარო მოხსენებაზე

„წარმავალია წუთისოფლის სახე“

ამ მშფოთვარე ჟამში შემაძრწუნებელი მოვლენები გამაოგნებელი სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს. ხომ არ გიგრძვნიათ თავი დათრგუნულად ან დაბნეულად იმის გამო, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება?

ბიბლია გონივრულად შენიშნავს კაცობრიობის საქმეებთან დაკავშირებით, რომ: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). როდესაც პავლე მოციქული ამ სიტყვებს ძველ ბერძნულ ენაზე წერდა, წუთისოფელში მომხდარ მოვლენებს, პირდაპირი გაგებით, თეატრის სცენაზე მოქმედებათა მონაცვლეობას ადარებდა.

მთელი ისტორიის მანძილზე მსოფლიო ასპარეზზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ყოფილი ლიდერები და ახალი მიმდინარეობები; ძველი განუწყვეტლივ ახლით იცვლებოდა. მაგრამ ჩვენს დღეებში — განსაკუთრებით 1914 წლიდან — ეს პროცესი ძალიან დაჩქარდა.

მაგრამ იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოში არსებული ამდენი განსაცდელი — თვით ახლახან მომხდარი ამბებიც კი — კაცობრიობისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელია? დიახ, სინამდვილეში ეს მოვლენები ამტკიცებს, რომ მსოფლიო მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. ბიბლიამ დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველა დიდი გასაჭირის შესახებ ჩვენს დღეებში. ის აგრეთვე განმარტავს, რომ მთელი ეს მღელვარება კაცობრიობისთვის მხოლოდ უდიდესი ცვლილებების დასაწყისია. მომავალი შემაძრწუნებელი ცვლილებები, სინამდვილეში, კეთილი გულის ადამიანებს კარგის მეტს არაფერს უქადის. ეს ცვალებადი წუთისოფელი მშვიდობიანი და ბედნიერი ადამიანური ოჯახით შეიცვლება.

გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ ამ ცვლილებებსა და იმაზე, თუ რას გვეუბნება ბიბლია მათ შესახებ? გულთბილად გეპატიჟებით საჯარო მოხსენებაზე, სათაურით „წარმავალია წუთისოფლის სახე“, რომელიც, ამ თვიდან დაწყებული, იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესებზე წარმოითქმება და მსოფლიო მასშტაბით ასობით ადგილზე ჩატარდება. იმის გასარკვევად, თუ სად ჩატარდება უახლოესი კონგრესი, შეგიძლიათ იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს დაუკავშირდეთ ან იხელმძღვანელოთ 2002 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკით“.

[სურათი 32 გვერდზე]

ატომური ბომბი მიწასთან ასწორებს ქალაქ ჰიროსიმას (1945 წ.).

[საავტორო უფლება]

USAF photo

[სურათი 32 გვერდზე]

ეცემა ბერლინის კედელი (1989 წ.).

[საავტორო უფლება]

AP Photo/Lionel Cironneau

[სურათი 32 გვერდზე]

ტერორისტები თავს ესხმიან მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ნიუ-იორკში (2001 წ.).