„მისმა სიყვარულმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა“
„მისმა სიყვარულმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა“
იუგოსლავიის ქალაქ ნისში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ამ წერილით მადლობა გადაგიხადოთ. ყოველდღე ვკითხულობ რამდენიმე თავს ბიბლიიდან, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამას წინათ წავიკითხე ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი პუბლიკაციისთვის, რომელიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება. ბროშურაში ყველაფერი ძალიან მარტივად და გასაგებად არის ახსნილი.
ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო ის გაკვეთილი, რომელიც იესო ქრისტეს ეძღვნებოდა. მისმა სიყვარულმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა — მან ხომ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე იმ ადამიანებისთვისაც კი გაიღო, რომლებსაც არც კი იცნობდა. ყველამ უნდა დააფასოს იესოს მსხვერპლი და მისი მადლობელი იყოს“.
დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც დიდად დაგეხმარებოდათ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. გარდა ამ ამაღელვებელი საკითხისა — „ვინ არის იესო ქრისტე?“ — თქვენ შეხვდებით სხვებსაც, მაგალითად: „ვინ არის ღმერთი?“, „რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?“ და „რა არის ღმერთის სამეფო?“. თუ გსურთ, მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.