არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენ

მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენ

მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენ

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ „წუთისოფლის აღსასრულის“ მომასწავებელი მოვლენები იწინასწარმეტყველა. მან თქვა, რომ ეს დრო ეპიდემიებით, საკვების უკმარისობითა და დიდი მასშტაბის ომებით იქნებოდა გამორჩეული. იესომ ისიც ახსენა, რომ „ადგილ-ადგილ“ „დიდი მიწისძვრანი“ მოხდებოდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). ნამდვილად ჩვენს დღეებს ეხებოდა იესოს წინასწარმეტყველება?

ბევრი თვლის, რომ არა. ისინი ამტკიცებენ, რომ ბოლო ათწლეულებში მიწისძვრათა რიცხვი მაინცდამაინც საგრძნობლად არ გაზრდილა. შეერთებული შტატების სეისმურ სამსახურთან არსებული ეროვნული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მთელი XX საუკუნის მანძილზე „პრაქტიკულად უცვლელი“ იყო 7, 0 და მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების რაოდენობა *.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იესოს არ უწინასწარმეტყველებია მიწისძვრების რაოდენობისა და ძალის ზრდა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილ-ადგილ დიდი მიწისძვრები მოხდებოდა; თანაც ახსენა, რომ ეს მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი“ იქნებოდა (მათე 24:8). ხოლო მიწისძვრით მიყენებული ტკივილი და ტანჯვა არა მათი რაოდენობითა თუ რიხტერის სკალის მაჩვენებლით განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა მან ადამიანებს.

ეს მიწისქვეშა სტიქია დღეს მართლაც ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ხალხს. XX საუკუნის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა ან უსახლკაროდ დარჩა. სპეციალისტთა აზრით, ბევრი ასეთი მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. „განვითარებად ქვეყნებში, — იტყობინება ბი-ბი-სი, — ურბანიზაციის ტემპების ზრდასთან ერთად მეორე ადგილზე გადადის სეისმომედეგი მშენებლობის საჭიროება და ხშირად, სახლების უფრო სწრაფად და იაფად აშენების გამო, სამშენებლო ნორმების უგულებელყოფა ხდება“. ბოლო დროს დატრიალებული ორი ტრაგედიის კომენტირებისას, ბენ უისნერი, რომელიც ქალაქებში მომხდარ კატასტროფებს იკვლევს, ამბობს: „ხალხს მიწისძვრები კი არ კლავს — კლავს ადამიანების გულგრილობა, შეცდომები, კორუმპირებულობა და სიხარბე“.

მართლაც, მიწისძვრების დროს ხალხი ზოგჯერ სწორედ რომ ადამიანთა ეგოიზმისა და დაუდევრობის გამო იღუპება. საინტერესოა, რომ ეს თვისებები მოხსენიებულია ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებაში, რომელიც აგრეთვე ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებს“ ეხება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ დროს ადამიანები იქნებოდნენ „ეგოისტები, ფულის მოყვარულნი“ და „გულქვები“ (2 ტიმოთე 3:1—5, The Amplified Bible). იესო არა მხოლოდ ამ სისტემის აღსასრულზე წინასწარმეტყველებდა, მისი სიტყვები იმაშიც გვარწმუნებს, რომ ახლოა დრო, როდესაც ღმერთი შვებას მოუტანს ტანჯულ კაცობრიობას და გაათავისუფლებს მას ყველანაირი საწუხრისგან, მიწისძვრების ჩათვლით (ფსალმუნი 36:11).

თუ გსურთ მეტის გაგება ამ ბიბლიური იმედის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მოგვწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ნებისმიერ შეტყობინებას მიწისძვრების რიცხვის ზრდაზე ზოგი მიაწერს იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი ხდება სეისმური აქტივობის უფრო მეტი შემთხვევის აღრიცხვა.