არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სატელევიზიო დებატები იეჰოვას მოწმეების შესახებ

სატელევიზიო დებატები იეჰოვას მოწმეების შესახებ

სატელევიზიო დებატები იეჰოვას მოწმეების შესახებ

2000—2001 წლებში საქართველოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმები განხორციელდა. საქართველოს ერთმა პოპულარულმა სატელევიზიო არხმა ამ თემაზე გამართული დებატები გადმოსცა, რომელშიც იეჰოვას მოწმეების აკრძალვით დაინტერესებული პოლიტიკოსი და სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის შესასწავლად დანიშნული პროფესორი მონაწილეობდნენ.

პროფესორმა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მრწამსის წინააღმდეგ გამოთქმულ უამრავ ბრალდებებს იგერიებდა, უკმაყოფილება გამოთქვა პოლიტიკოსის უსაფუძვლო არგუმენტების გამო. შემდეგ კი იმის საჩვენებლად, თუ რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს, მაყურებელთა დასანახად წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ აიღო ხელში.

პროფესორმა წიგნის პირველი აბზაცის კითხვა დაიწყო, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება: „მაგრამ მრავალი ადამიანისთვის ცხოვრებას, როგორც ჩანს ერთიმეორეზე მიყოლებით მოაქვს სერიოზული პრობლემები. თუ შენც გამოგიცდია იგივე, გულს ნუ გაიტეხ, გამაგრდი“.

ეს წიგნი ბიბლიაზე დაყრდნობით პასუხობს იმ კითხვებზე, რომლებიც მრავალ ადამიანს აწუხებს. მაგალითად, წიგნის ზოგიერთი თავის სათაურია: „ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი?“, „რატომ ვბერდებით და ვკვდებით?“ და „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“.

თუ გსურთ, მიიღოთ ეს 192-გვერდიანი წიგნი და თავად გაეცნოთ, შეავსეთ თანმხლები ტალონი და გააგზავნეთ მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.