არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამოიღვიძეთ!“-ის ეფექტურად გამოყენება

„გამოიღვიძეთ!“-ის ეფექტურად გამოყენება

„გამოიღვიძეთ!“-ის ეფექტურად გამოყენება

შეერთებულ შტატებში მცხოვრებ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმეს, თექვსმეტი წლის ვანესას, სკოლაში ანორექსიის შესახებ თემის დაწერა დაავალეს. „ეს საკითხი გარკვეულწილად გამოვიკვლიე, — ამბობს ის, — მაგრამ მაინცდამაინც ბევრი ვერაფერი მოვიძიე. მშობლებს დაველაპარაკე ამის შესახებ და მათ მირჩიეს, რომ ჩვენი პუბლიკაციებისთვის მიმემართა“.

იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში ვანესამ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა თავისი თემისთვის. „მაგრამ დავალებაში სხვა რამეც შედიოდა, — ამბობს ის, — ეს თემა მასწავლებლისა და 20 თანაკლასელის წინაშე სიტყვიერადაც უნდა წარმედგინა!“. როგორ გადაწყვეტდა ვანესა ამ რთულ ამოცანას?

მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მსგავსად, ვანესაც სწავლობს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, სადაც სიტყვის საჯაროდ წარმოთქმის ხელოვნებას ეუფლება (ეს სკოლა ადგილობრივ სამეფო დარბაზში ტარდება). „სკოლის მეშვეობით კარგად ვემზადებით ქრისტიანული მსახურებისთვის და სხვებთან სასაუბროდ, — ამბობს ვანესა. — რჩევებსაც ვიღებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე გვაქვს სამუშაო, რათა ხალხმა უკეთ გაიგოს ჩვენ მიერ გადაცემული ბიბლიური ცნობა“. რა შედეგი მოუტანა ვანესას თემისთვის გულმოდგინე მომზადებამ? „ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე“, — ამბობს ის.

ვანესა ერთ-ერთია იმ უამრავ ახალგაზრდას შორის, რომლებიც კარგად იყენებენ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და თავიანთ სულიერ მომზადებას. ეს ახალგაზრდები ქების ღირსნი არიან, ვინაიდან გულთან ახლოს მიაქვთ ეკლესიასტეს 12:1-ში ჩაწერილი შეგონება: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“.