არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აბსოლუტური სინათლე“

„აბსოლუტური სინათლე“

„აბსოლუტური სინათლე“

თუკი ოდესმე გავარვარებული ელექტრონათურისთვის ხელი დაგიდიათ, ალბათ, ჯერაც არ დაგვიწყებიათ მისი სიმხურვალე. ეს მხურვალება დაკარგული ენერგიის ხარჯზე წარმოიქმნება. ჩვეულებრივი ელექტრონათურა ენერგიის მხოლოდ 10 პროცენტს გარდაქმნის სინათლედ, დანარჩენი 90 პროცენტი კი სითბოს სახით გამოიყოფა. ამასთან შედარებით, პაწაწკინტელა მანათობელი მწერი, ციცინათელა (იხილეთ მაღლა, გადიდებულ სურათზე) თითქმის 100-პროცენტიან, აბსოლუტურ სინათლეს იძლევა.

ციცინათელები სითბოს სახით ენერგიის იმდენად უმნიშვნელო ნაწილს გამოყოფენ, რომ მათ მიერ გამოსხივებულ სინათლეს „აბსოლუტურ სინათლეს“ უწოდებენ. როგორ ახერხებენ ისინი ამას? ციცინათელას მუცელში არის ორგანული ნივთიერება — ლუციფერინი. ტრაქეად წოდებული წვრილი მილის გავლით მუცელში მოხვედრილი ჟანგბადი ქიმიურ რეაქციაში შედის ლუციფერინთან, რომლის დაჟანგვის შედეგად ბაცი ყვითელიდან მოწითალო-მომწვანომდე გარდამავალი სინათლე გამოსხივდება.

ის უჯრედები, სადაც ნათება წარმოიქმნება, შარდმჟავას კრისტალებსაც შეიცავს, რომლებიც მწერის მუცლიდან სინათლის არეკვლასა და გარეთ გამოსხივებას უწყობს ხელს. მეცნიერები ამბობენ, რომ ციცინათელები სინათლეს „სატრფოს“ მისაზიდად იყენებენ; ამასთანავე, სხვადასხვა სახეობის ციცინათელები განსხვავებული სპექტრისა და ინტენსივობის სინათლეს ასხივებენ.

განა არ დაგვეთანხმებით, რომ ეს პაწაწინა არსებები საოცრად არიან შექმნილი, რაც განადიდებს მათ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს? და როგორც ფსალმუნმომღერალმა თქვა, დაე „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“ (ფსალმუნი 150:6).

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

© Darwin Dale/Photo Researchers, Inc.