არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მიღწევა შესაძლებელია!

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მიღწევა შესაძლებელია!

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მიღწევა შესაძლებელია!

ქალაქ მოლოდიოჟნაიაში (ბელარუსი) მცხოვრებმა 23 წლის ახალგაზრდა ქალმა წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეების ფილიალს რუსეთში. მან აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ის წერდა: «მე და ჩემს ქმარს გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ შევამჩნიე, რომ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო ადვილად ვღიზიანდებოდით და ვკამათობდით, თანაც, ერთი შეხედვით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში უცნობმა ქალმა გამაჩერა და მომცა ტრაქტატი სახელწოდებით „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თავდაპირველად, ჩემი ყურადღება მიიქცია მშვენიერმა ილუსტრაციამ, რომელზეც ბედნიერი ოჯახი იყო გამოსახული. მოგვიანებით ტექსტი წავიკითხე და შემდეგ ქმარსაც ვთხოვე წაეკითხა.

მოხდა სასწაული — ჩვენი ოჯახური ცხოვრება არა მხოლოდ გაუმჯობესდა, არამედ, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად შეიცვალა. ახლა გვესმის, რომ ბედნიერების მიღწევა არც ისე რთული ყოფილა. ამისათვის მხოლოდ ცოტა მოწადინება, გულის სითბო და გაცემისთვის მზადყოფნაა საჭირო. წარმატების მისაღწევად კი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის კანონების თანახმად ცხოვრება და ღვთისა და ადამიანების სიყვარულია; ადამიანებისა — იქნებიან ისინი ოჯახის წევრები თუ უცხოები».

წერილი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო გახდა და უფრო ბედნიერები ვართ. ჩვენ გვსურს განვაგრძოთ ბიბლიის შესწავლა და ბავშვებსაც ვასწავლოთ ის“.

გვჯერა, რომ თქვენც იპოვით თქვენთვის სასარგებლო რჩევებს ტრაქტატში „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. მასთან ერთად სიამოვნებით გამოგიგზავნიდით 192-გვერდიან წიგნს „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თუ გსურთ ორივე პუბლიკაციის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ტრაქტატი „იხარე ოჯახური ცხოვრებით“ და წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.