ვინ დაამყარებს მარადიულ მშვიდობას?
ვინ დაამყარებს მარადიულ მშვიდობას?
რატომ არ შეისმინა ღმერთმა მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის წინამძღოლთა მიერ მშვიდობისთვის წარმოთქმული ლოცვები? ბიბლია საინტერესო პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ღმერთს მშვიდობა არ უნდა — მას მშვიდობის დამყარების გაცილებით დიდი სურვილი აქვს, ვიდრე სამღვდელოებას, რომელიც ამაზე ლოცულობს. სინამდვილეში, ღმერთმა უკვე მიიღო კონკრეტული ზომები მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად. მან უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად. ღმერთმა ნათლად და გასაგებად ამცნო კაცობრიობას თავისი განზრახვები. მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიოს რელიგიები, უმეტესწილად, უგულებელყოფენ იმას, რაც ღმერთმა გვამცნო.
ღმერთი დიდი ხნის წინათ დაგვპირდა, რომ მოვიდოდა „თესლი“, ანუ მმართველი. ბიბლია ნაბიჯ-ნაბიჯ გვაწვდის ინფორმაციას მის შესახებ და თანდათანობით გვიმხელს მის ვინაობას (დაბადება 3:15; 22:18; 49:10). ესაია წინასწარმეტყველმა, რომელმაც მესიის შესახებ საინტერესო წინასწარმეტყველებები წარმოთქვა, დაწერა, რომ ეს აღთქმული წინამძღოლი მთელი დედამიწის „მშვიდობის მთავარი“ იქნებოდა და მისი მმართველობის დროს „უბოლოო მშვიდობა“ დამყარდებოდა (ესაია 9:5, 6). როგორც ზეციერი მმართველი, იგი ჩაერევა კაცობრიობის საქმეებში, რათა მოსპოს ბოროტება და დედამიწა გადააქციოს სამოთხედ, სადაც მეტად აღარ იქნება უსამართლობა, ავადმყოფობა, სიღარიბე და სიკვდილი. მაშინ იზეიმებს მშვიდობა და ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 71:3, 7, 16; ესაია 33:24; 35:5, 6; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:4). როდის მოხდება ყოველივე ეს?
მსოფლიო მშვიდობა მალე დამყარდება
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე და ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებამდე უნდა განვითარებულიყო მოვლენათა გასაოცარი ჯაჭვი, რომელიც მთელ მსოფლიოს შეაზანზარებდა. ეს მოვლენები ერთი და იმავე ეპოქაში უნდა მომხდარიყო (მათე 24:3, 7—13). ბევრი ასეთი მოვლენა — მაგალითად ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები — დროდადრო ყველა ეპოქაში შეინიშნებოდა. მაგრამ ისე არასოდეს ყოფილა, რომ ყველა ამ უბედურებას ერთბაშად და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაეტანჯა ადამიანები. ასეთი რამ მხოლოდ ჩვენს დროში ხდება. და რადგან დედამიწა ახლა უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, ამ უბედურებებს ადრინდელთან შედარებით გაცილებით ტრაგიკული შედეგები მოაქვს.
გამოცხადება 11:18). გარდა ამისა, ნაწინასწარმეტყველები აღსასრულის დადგომამდე მთელ მსოფლიოში უნდა ჩატარდეს საქმიანობა, რომლის მიზანიც ადამიანების გაფრთხილებაა — ხალხს უნდა ექადაგოს „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (აქ). დღეს იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევიან ამ საქმიანობას (მათე 24:14).
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია კიდევ ერთი მოვლენა. ეს არის გარემოზე ადამიანების განუწყვეტელი დამღუპველი ზემოქმედება (ამ წინასწარმეტყველებების შესრულება მართლაც რომ სასიხარულო ამბავია ერთგული ადამიანებისთვის. ნაწინასწარმეტყველები ახალი ქვეყნიერება, სადაც სრული მშვიდობა იქნება გამეფებული, ხელის გაწვდენაზეა! იგი გარანტია იქნება იმისა, რომ სიძულვილი და ტერორიზმი ერთხელ და სამუდამოდ, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. ბიბლიაში ნათქვამია: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
ლოცვები, რომლებსაც ღმერთი ისმენს
ღვთისადმი ლოცვა, რა თქმა უნდა, სულაც არ არის წყლის ნაყვა ან აზრს მოკლებული ცერემონიალი. ბიბლიაში იეჰოვას „ლოცვის მომსმენი“ ეწოდება (ფსალმუნი 64:3). ასე რომ, ნებისმიერ დროს იგი გულწრფელი ადამიანების მიერ წარმოთქმულ აურაცხელ ლოცვას ისმენს. მაგრამ, უნდა ასრულებდნენ თუ არა ადამიანები რაიმე მოთხოვნებს იმისათვის, რომ მათი ლოცვები შესმენილ იქნეს? ბიბლია ნათელს ჰფენს, რომ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას სწავლობენ ღვთის შესახებ, ამ ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება მართებთ; შესაბამისად, ისინი უნდა გახდნენ „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი“, რომლებიც „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემენ ღმერთს თაყვანს (იოანე 4:23). მათი ლოცვები, ვინც არაფრად აგდებს ღვთის სურვილებს, უპასუხოდ რჩება: „ვინც [ღვთის] რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა“ (იგავნი 28:9).
სამწუხაროდ, მრავალი რელიგიური წინამძღოლი დღეს არც ასწავლის და არც ლოცულობს ღვთის იმ განზრახვის შესახებ, რომლის თანახმადაც მან მშვიდობა უნდა დაამყაროს. ნაცვლად ამისა, ისინი ლოცულობენ, რომ ადამიანთა მთავრობებმა გადაჭრან ეს პრობლემები. და ეს მაშინ, როცა ღვთის სიტყვა აშკარად ამბობს, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „უკანასკნელ დღეებში“, ანუ ჩვენს ეპოქაში, მშვიდობისმოყვარე ადამიანები „უფლის სახლის“ სიმბოლური მთისკენ — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ — დაიწყებდნენ დენას. ისინი დიდ ცვლილებებს მოახდენდნენ საკუთარ ცხოვრებაში: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:2—4).
ცდილობს თუ არა დღეს მორწმუნეთა რომელიმე ჯგუფი ამ სიტყვების თანახმად ცხოვრებას? თუ ყველა რელიგია მხოლოდ ლაპარაკობს მშვიდობის შესახებ, სინამდვილეში კი ხელს უწყობს ომის გაჩაღებას? შემდეგში, როდესაც იეჰოვას მოწმეებს შეხვდებით, გთავაზობთ, რომ მათთან ისაუბროთ მშვიდობის შესახებ. თქვენ გაიგებთ, რომელი რელიგია ასწავლის ადამიანებს ყველას მიმართ მშვიდობისმოყვარე დამოკიდებულებას.