არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

იცით თუ არა?

(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია 27-ე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ინგლისურ ენაზე).

1. მას შემდეგ, რაც მეფე იოშაფატმა გაუმჯობესებული სამართლებრივი სისტემა შექმნა, რის გაკეთება უბრძანა მსაჯულებს იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ისინი იეჰოვას, და არა ადამიანის, წარმომადგენლები იყვნენ? (მეორე ნეშტთა 19:7).

2. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს მას მეფე-მღვდლები დაექვემდებარებიან ზეცაში, მაშინ ვინ იქნებიან მისი წარმომადგენლები და ვინ გასწევს მისი თაოსნობით ხელმძღვანელობას დედამიწაზე? (ფსალმუნი 44:17).

3. საიდან იყო წარმოშობით იესოს 11 ერთგული მოციქული? (ლუკა 4:14).

4. რა ითხოვა იესო ნავეს ძემ ალყაშემორტყმული გაბაონელების დასახმარებლად, რათა ამორეველები დაემარცხებინა? (იესო ნავეს ძე 10:12, 13).

5. რა სახელწოდებები აქვს მკვდარ ზღვას ბიბლიაში? (მეორე რჯული 3:17).

6. რატომ განიზრახა ჰამანმა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები ყველა ებრაელის განადგურება? (ესთერი 3:5, 6, 10).

7. რა არგუმენტებით არწმუნებდა სანხერიბი ხიზკიას, რომ შეეწყვიტათ წინააღმდეგობა და დანებებოდნენ მათ? (მეოთხე მეფეთა 18:33—35).

8. რომელი ორი წინასწარმეტყველი იყო ცნობილი დავითის მეფობის დროს? (მეორე მეფეთა 12:1; 24:11).

9. რა შექმნა ღმერთმა მეორე შემოქმედებით დღეს? (დაბადება 1:7, აქ).

10. სად იმყოფებოდნენ ისრაელები, როცა იესო ნავეს ძემ ორი მსტოვარი გაგზავნა იერიხონში? (იესო ნავეს ძე 2:1).

11. რისგან შედგებოდა „წმიდა მირონი“? (გამოსვლა 30:23—25).

12. რა ჯილდო შესთავაზა ბელშაცარმა იმ ადამიანს, რომელიც კედელზე ხელით დაწერილ წარწერას განმარტავდა? (დანიელი 5:7).

13. რომელ მწერს გამოარჩევს ბიბლია თავისი შრომისუნარიანობითა და თანდაყოლილი სიბრძნით? (იგავნი 6:6).

14. რომელი იუდეველი მეფე შეხვდა გაბედულად ეთიოპიელთა მილიონიან ლაშქარს? (მეორე ნეშტთა 14:9, 10).

15. თავის ნარწყევს დაბრუნებულ რომელ ცხოველს ჰგავს უგუნური ადამიანი, რომელიც ხელახლა სჩადის უგუნურებას? (იგავნი 26:11).

16. დამასკოს რომელ ორ მდინარეს მიიჩნევდა ნაყამანი „ისრაელის ყველა მდინარეზე“ უკეთესად? (მეოთხე მეფეთა 5:12).

17. რაში დაადანაშაულეს იესო, როდესაც მან ზაქეს, გადასახადების ამკრეფის, სახლში დარჩენის სურვილი გამოთქვა? (ლუკა 19:7).

18. რამდენ აშურელს გაავლო მუსრი უფლის ანგელოზმა ერთ ღამეში? (მეოთხე მეფეთა 19:35).

19. როგორც პეტრემ მოიხსენია, როგორ დასაჯა ღმერთმა „ანგელოზები . . . რომელთაც შესცოდეს“? (2 პეტრე 2:4).

ვიქტორინის პასუხები

1. „ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება“.

2. მთავრები.

3. გალილეიდან.

4. მან ითხოვა, რომ მზე და მთვარე ადგილიდან არ დაძრულიყო.

5. „ყარაბას ზღვა, მარილოვანი ზღვა“.

6. რადგან ჰამანი „აგაგიელად“ იყო ცნობილი, სრულიად დასაშვებია, რომ ის ყამალეკელების შთამომავალი ყოფილიყო — იმ ხალხისა, რომელთაც იუდეველთა მიმართ სიძულვილის გამო სასიკვდილო მსჯავრი ჰქონდათ გამოტანილი.

7. ის ამტკიცებდა, რომ იეჰოვა ვერ დაიცავდა იერუსალიმს სხვა ეგრეთ წოდებული ღმერთების მსგავსად, რომელთა მფარველობის ქვეშ მყოფი ქალაქები უკვე დაპყრობილი ჰქონდათ.

8. ნათანი და გადი.

9. „სივრცე“.

10. შიტიმში, მოაბის უდაბურ ველებზე.

11. მურის, სურნელოვანი დარიჩინის, სურნელოვანი ლერწმის, კასიასა და ზეთისხილის ზეთისგან.

12. მეფემ მას ძოწეულის სამოსი და ოქროს შიბი შესთავაზა, თანაც ქვეყანაში მესამე მთავრად დანიშვნა აღუთქვა.

13. ჭიანჭველას.

14. მეფე ასა.

15. ძაღლს.

16. „აბანას და ფარფარს“.

17. „ცოდვილ კაცთან შევიდაო“.

18. 185000 აშურელს.

19. ჩაყარა ისინი ტარტაროზში.