არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან მოძებნა გამოსავალი

მან მოძებნა გამოსავალი

მან მოძებნა გამოსავალი

«მე სათამაშოების დამამზადებელ ფაბრიკაში ვმუშაობ. ჩემი სამუშაო საკმაოდ მონოტონურია, რის გამოც დამქირავებლები მუსიკის მოსმენის ნებას გვრთავენ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ჩემს მეზობელ კაბინაში ზის, გამხრწნელი მუსიკის მოსმენა უყვარს. ჩვენს სექციაში მომუშავე კიდევ ორ სხვა თანამშრომელსაც მოსწონს ასეთი სტილის მუსიკა. მაგრამ ჩემთვის აუტანელი იყო დღეში რვა საათის განმავლობაში ასეთი მუსიკის მოსმენა.

ამ სამუშაოს დაკარგვა არ მინდოდა, რადგან ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. ჯერ ერთი, რომ ჩემი უფროსი ყოველთვის მათავისუფლებდა სამსახურიდან, რათა საოლქო კონგრესებსა და იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეხვედრებს დავსწრებოდი. მეორე ის, რომ დიდი მანძილის გავლა არ მიწევდა სამუშაომდე მისასვლელად და სამუშაოს განრიგიც მსახურების საშუალებას მაძლევდა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩემს თანამშრომლებს მივუახლოვდი და ზრდილობიანად ვთხოვე, ხომ ვერ შეძლებდნენ სხვა მუსიკის ჩართვას ან ხმის დაწევას. მათ ეს არ ესიამოვნათ და უფროსთან თავისი უკმაყოფილება გამოთქვეს. შედეგად ამ უკანასკნელმა თავის ოფისში დამიბარა და მითხრა: „შერონ, შენ არ შეგიძლია ეს კომპანია შენს რელიგიაზე მოაქციო. ჩვენს მომსახურეებს იმის მოსმენა შეუძლიათ, რაც თავად სურთ“.

ამის შემდეგ ვკითხე, შემეძლო თუ არა ჩემი საყურისებიანი „პლეიერი“ მომეტანა, რაზეც დამთანხმდა. სამსახურში იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოშვებული აუდიოჩანაწერები წამოვიღე, რაც დამეხმარა, თავი ამერიდებინა არაჯანსაღი მუსიკის მოსმენისგან. ამ ჩანაწერების მოსმენა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაშიც მეხმარება» (მოგვითხრო შერონ ქუონმა).