მისმა სიკვდილმა ბევრს ატკინა გული
მისმა სიკვდილმა ბევრს ატკინა გული
ამა წლის 12 იანვარს ჯესი ბერნზი, რომელიც მთავარი ელექტრიკოსი იყო, ვაშინგტონის სამთავრობო შენობაში მუშაობის დროს მიღებული ტრამვის შედეგად დაიღუპა. იქ ის 1995 წლიდან მუშაობდა. „ჯესი ყველას უყვარდა“, — თქვა ერთმა მენეჯერმა. ადმინისტრატორის მოადგილემ კი მის შესახებ ასეთი რამ აღნიშნა: „ის ისეთი ადამიანი იყო, რომ ერთხელ შეხვედრითაც კი დაგამახსოვრებდა თავს“. აგრეთვე დასძინა: „ის არასდროს მოგახვევდა თავზე თავის რელიგიურ შეხედულებებს, მაგრამ, თუ სხვების სალანძღავ სიტყვებს მოისმენდა, სთხოვდა, რომ საკადრისად მოქცეულიყვნენ“.
ჯესი, რომელიც 48 წლის ასაკში დაიღუპა, 1993 წელს იეჰოვას მოწმე გახდა. თანამდებობის ორმა პირმა ჯესის ქვრივს, მორინს, შეხვედრა შესთავაზეს. ეს უკანასკნელი მათ 20 მარტს ესტუმრა. მორინმა ორივეს დაუტოვა ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი...“ და ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“. მათ მადლიერება გამოთქვეს საჩუქრებისთვის. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი იყო ეს ვიზიტი, რადგან ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მას მამა დაეღუპა და უჭირდა ამ დანაკარგთან შეგუება.
შესაძლოა, თქვენ ან თქვენმა ნაცნობმაც ჰპოვოთ ნუგეში ამ 32-გვერდიანი ბროშურის წაკითხვით. თუ გსურთ, მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი...“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.