არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მე ხელახლა გავეცანი დავიწყებულ იესოს“

„მე ხელახლა გავეცანი დავიწყებულ იესოს“

„მე ხელახლა გავეცანი დავიწყებულ იესოს“

მას შემდეგ, რაც კვებეკში, ქალაქ სენ-ჟერომში (კანადა) მცხოვრებმა ერთმა მანდილოსანმა წინგი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ წაიკითხა, ასეთი რამ მოგვწერა: „ამ წიგნმა ძალიან დამაინტერესა, რადგან მისი წყალობით ხელახლა გავეცანი დავიწყებას მიცემულ იესოს, რომელსაც ხშირად არარეალურად წარმოგვიდგენენ მხატვრები“.

აი, რა თქვა მან წიგნის ილუსტრაციებზე: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს წიგნში მოცემულმა ნახატებმა. ადამიანები იმდენად ცოცხლად არიან გამოსახული, რომ თითქოს იესოს დროს მცხოვრები პერსონაჟები გაცოცხლებულან და ქადაგებენო“. მან ამ სიტყვებით დაასრულა თავისი წერილი: „ყოჩაღ, რომ ასეთი წიგნის გამოცემა შეძელით. ის კომპასის მსგავსია, რომელიც გზას უჩვენებს მათ, ვინც იესოს ჭეშმარიტი სწავლებების შესახებ უფრო მეტის გაგებას ლამობს“.

წიგნში „ყველაზე დიდებული ადამიანი“ მოთხრობილია იესოს დედამიწაზე ცხოვრების ყველა ეპიზოდი, რომლებიც ოთხ სახარებაშია აღწერილი — მათ შორის მისი საუბრები ხალხთან, თვალსაჩინო მაგალითები და სასწაულები. შეძლებისდაგვარად ყველაფერი იმ თანამიმდევრობით არის აღწერილი, როგორც ითვლება, რომ სინამდვილეში მოხდა. და როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, წიგნში მშვენიერი, ცოცხლად შესრულებული ილუსტრაციებია, რომლებშიც იესოსა და მისი თანამედროვეების გრძნობები აისახება.

თუ გსურთ, მიიღოთ ეს 448-გვერდიანი წიგნი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.