სასამართლო საქმე — როგორ დაიწყო ყველაფერი
სასამართლო საქმე — როგორ დაიწყო ყველაფერი
დაბა სტრატონი (ოჰაიოს შტატი, აშშ) მცირე დასახლებას წარმოადგენს. იგი მდებარეობს მდინარე ოჰაიოსთან, რომელიც ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებს ყოფს ერთმანეთისგან. დაბას თავისი გამგებელი ჰყავს. ეს მცირე დასახლება, სადაც მხოლოდ 300-მდე მაცხოვრებელია, 1999 წელს მოულოდნელად სამართლებრივი დავის ცენტრში აღმოჩნდა: დასახლების უფლებამოსილ პირებს სურდათ, სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებისთვისაც დაეკისრებინათ ვალდებულება, რომლის თანახმადაც მათ არ შეეძლოთ ოფიციალური ნებართვის გარეშე მიეკითხებინათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიბლიური ცნობის გასაზიარებლად.
რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი საკითხი? როგორც ამ სტატიებიდან დაინახავთ, მთავრობის ასეთი განკარგულება, ფაქტობრივად, შეზღუდავდა არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების სიტყვის თავისუფლების უფლებას, არამედ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებებსაც.
როგორ მივიდა საქმე კონფლიქტამდე
სტრატონის მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში აკითხავდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ადგილობრივი კრების „უელსვილის“ წევრები იყვნენ. 1979 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე ადგილობრივი სახელმწიფო მოხელე მათ პრობლემებს უქმნიდა კარდაკარ მსახურებასთან დაკავშირებით. დაახლოებით ათი წლის წინათ ერთმა სტრატონელმა პოლიციელმა დაბიდან გააძევა მოწმეთა ჯგუფი და განუცხადა: „აბსოლუტურად არ მაღელვებს თქვენი უფლებები“.
მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია 1998 წელს, როდესაც თვით სტრატონის გამგებელი დაუპირისპირდა იეჰოვას ოთხ მოწმე ქალს. ეს მოწმეები მანქანით გადიოდნენ დასახლებიდან, სადაც განმეორებით მოინახულეს დაინტერესებული პირები და ბიბლიის შესახებ ესაუბრნენ. როგორც ერთმა მათგანმა თქვა, გამგებელს მათთვის განუცხადებია, მამაკაცები რომ ყოფილიყავით, ციხეში ჩაგსვამდითო.
ამ ბოლო კონფლიქტის მიზეზი გახდა სტრატონის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც წვრილმანი საქონლით ვაჭრობის დარეგულირებასა და კერძო საკუთრების გამოძალვასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. ამ დადგენილების თანახმად, ნებისმიერს, ვისაც კარდაკარ სიარული სურდა, მართალია უფასოდ, მაგრამ ჯერ გამგებლისგან უნდა აეღო ამის ნებართვა. იეჰოვას მოწმეებმა ჩათვალეს, რომ ეს დადგენილება ხელყოფდა სიტყვის, რწმენის აღმსარებლობისა და პრესის თავისუფლებას. ამიტომაც,
მას შემდეგ, რაც დაბის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ამ დადგენილების შერბილებაზე, მათ ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.1999 წლის 27 ივლისს ოჰაიოს სამხრეთი ოლქის საოლქო სასამართლოში შედგა საქმის მოსმენა. მოსამართლემ მხარი დაუჭირა სტრატონის დადგენილებას და აღნიშნა, რომ ის კონსტიტუციას შეესაბამებოდა. ამის შემდეგ, 2001 წლის 20 თებერვალს, აშშ-ის მეექვსე ოლქის სააპელაციო სასამართლომაც კონსტიტუციურად ცნო ეს დადგენილება.
ამ საკითხის გადასაჭრელად ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ (ნიუ-იორკი) და „უელსვილის“ ადგილობრივი კრების წევრებმა მოითხოვეს, რომ ეს საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს განეხილა.
[რუკა⁄სურათი 3 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ლოს-ანჯელესი
ნიუ-იორკი
ოჰაიო
სტრატონი