არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უზენაესი სასამართლო იწყებს საქმის განხილვას

უზენაესი სასამართლო იწყებს საქმის განხილვას

უზენაესი სასამართლო იწყებს საქმის განხილვას

უკანასკნელ წლებში უზენაესი სასამართლო ყოველწლიურად შეტანილი 7 000-ზე მეტი საქმიდან 80—90 საქმეს — ერთ პროცენტზე სულ ოდნავ მეტს — იღებდა განსახილველად!

2001 წლის მაისში იეჰოვას მოწმეებმა უზენაეს სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ მას ქვემდგომი სასამართლოს წარმოებიდან გამოეთხოვა საქმე და თავად განეხილა. სარჩელში, კერძოდ, ასეთი კითხვა იყო დასმული: „შეიძლება თუ არა, რომ რელიგიური მსახურები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საღვთო წერილზე დაფუძნებულ საუკუნოვან საქმიანობაში, რაც მათი რელიგიური მრწამსის გასაზიარებლად ხალხის კარდაკარ მიკითხებას გულისხმობს, კონსტიტუციის საფუძველზე გაუთანაბრდნენ საქონლის დამტარებელ მოვაჭრეებს და ამგვარად, ძალაში დატოვებული წინა შეზღუდვის თანახმად, იძულებული იყვნენ, ბიბლიის შესახებ სასაუბროდ და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის უსასყიდლოდ შესათავაზებლად ადმინისტრაციისგან აიღონ ნებართვა?“.

2001 წლის 15 ოქტომბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იურიდიულ განყოფილებას აცნობეს, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო მზად იყო, განეხილა საქმე «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ (ნიუ-იორკი) და სხვები სტრატონისა და სხვების წინააღმდეგ»!

სასამართლომ გადაწყვიტა, აღნიშნული საქმის განხილვისას სიტყვის თავისუფლების ერთ კონკრეტულ მხარეზე შეჩერებულიყო. სახელდობრ, ვრცელდება თუ არა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით მოცემული გარანტიები მოქალაქეთა უფლებაზე, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საუბარი გამართონ სხვებთან რაიმე საკითხზე.

ახლა, საქმე უნდა განხილულიყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის წინაშე, რომელთაც მხარეთა დაპირისპირებისთვის უნდა მოესმინათ. იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს მათი იურისტები იცავდნენ, დაბა სტრატონისას კი — მოწმეებთან დაპირისპირებული იურისტთა ჯგუფი. როგორ განვითარდა მოვლენები?

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რა არის პირველი შესწორება?

„I შესწორება (რელიგიის დაკანონება; რელიგიის, სიტყვის, პრესის, შეკრების, პეტიციით მიმართვის თავისუფლება). კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არც ერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას; რომელიც აღკვეთს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები“ („აშშ-ის კონსტიტუცია“).

„პირველი შესწორება საფუძვლად უდევს შეერთებულ შტატებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. პირველი შესწორება უკრძალავს კონგრესს ისეთი კანონების გამოცემას, რომლებიც სიტყვისა თუ პრესის თავისუფლებას შეზღუდავდა, ან მშვიდობიან შეკრებასა თუ მთავრობისადმი პეტიციით მიმართვაში ხალხს დაბრკოლებებს შეუქმნიდა. ბევრი თვლის, რომ სიტყვის თავისუფლება კანონით დადგენილ ყველა სხვა თავისუფლებაზე მნიშვნელოვანია და რომ ის ყოველ მათგანს უდევს საფუძვლად. პირველი შესწორება კონგრესს რომელიმე რელიგიის დაკანონებას, ანუ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასა და რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გამოცემასაც უკრძალავს“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“). საინტერესოა, რომ საქმის, „კანტუელი კონექტიკუტის წინააღმდეგ“ 310 აშშ, 296 (1940 წელი), განხილვისას მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეებს ეხებოდა; აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ შესწორებაში მოცემული გარანტიები არათუ მხოლოდ კონგრესს (ფედერალურ მთავრობას), არამედ ადგილობრივ (შტატებისა და მუნიციპალურ) ხელისუფლებასაც უკრძალავდა ისეთი კანონების გამოცემას, რომლებიც გვერდს აუვლიდა კონსტიტუციას და ხელყოფდა პირველი შესწორებით დადგენილ უფლებებს.

[სურათები 5 გვერდზე]

სადავო საკითხები სახლებში მიკითხების სხვადასხვა ფორმას ეხებოდა.

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Photograph by Franz Jantzen, Collection of the Supreme Court of the United States