არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
გარეკანზე მოცემული ფოტოსურათი გადაღებულია 1995 წელს კოსმოსური ტელესკოპით. ეს აიროვან-მტვროვანი ღრუბლები არწივის ნისლეულშია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ღრუბლებში, რომლებსაც „შემოქმედების სვეტები“ უწოდეს, ვარსკვლავები იბადებიან.
ჩვენც გვაინტერესებს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც მოაზროვნე ადამიანებს ებადებათ: როგორ გაჩნდა სამყარო, ჩვენი დედამიწა და მასზე არსებული სიცოცხლე? რა კავშირი აქვს ამას ცხოვრებაში დამაკმაყოფილებელი აზრის პოვნასთან?
მრავალ ადამიანს სწამს, რომ არსებობს მზრუნველი შემოქმედი და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა. ნუთუ ამას რაიმე კავშირი აქვს ცხოვრებაში დამაკმაყოფილებელი აზრის პოვნასთან?
როგორ უკავშირდება ამ მნიშვნელოვან საკითხს უახლესი აღმოჩენები ჩვენს ტვინსა და ლაპარაკის უნართან დაკავშირებით?
რატომ მიმართავს ზოგი განათლებული ადამიანი ბიბლიას და რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის მასში მოცემულ ინფორმაციას შემოქმედზე?
ყველა ეს საკითხი ირჩევა ამ 192-გვერდიან წიგნში, სათაურით „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. თქვენ დაინახავთ, რომ აქ მოცემული ნათელი პასუხები დაგეხმარებათ, ცხოვრებას აზრი შემატოთ და საფუძველი ჩაუყაროთ ბედნიერ მომავალს.
თუ გსურთ წიგნის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
“Pillars of Creation”: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA