არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა

წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა

წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა

წარმოიდგინეთ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ექიმებს შეუძლიათ თქვენი გადარჩენა, მაგრამ ოპერაციის საფასურის გადახდა თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. მოულოდნელად ვიღაც ღვთისნიერი ადამიანი ჩნდება და გთავაზობთ, რომ ოპერაციის ხარჯებს თავის თავზე აიღებს. განა მადლიერი არ იქნებოდით იმისათვის, რომ მან გადაგარჩინათ?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ პირველმა ადამიანებმა — ადამმა და ევამ — თავიანთ შთამომავლებს ცოდვა და სიკვდილი გადასცეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანი თანდაყოლილი უკურნებელი სენით დავიბადეთ და ვერავინ შესწვდება იმ საფასურს, რაც ჩვენი განკურნებისთვის არის აუცილებელი (ფსალმუნები 48:8—10). იეჰოვა ღმერთმა საკუთარი შვილი, იესო ქრისტე შემოგვწირა, რათა ჩვენი ცოდვების საფასური გადაეხადა. სწორედ ამ სიცოცხლის მომცემმა ძღვენმა მოგვცა სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა (რომაელთა 6:23).

16 აპრილს, ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავენ. გასულ წელს ამ ღონისძიებას დაესწრო 15 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა არ იყო იეჰოვას მოწმე. ყველას გიწვევთ, დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. ეს საღამო წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებთან დააზუსტოთ.