იცით თუ არა?
იცით თუ არა?
(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე).
1. რატომ თქვა ეკლესიასტემ, რომ „სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება“? (ეკლესიასტე 4:12).
2. მოსეს რჯულის თანახმად, რომელი ორი განსაკუთრებული ნიშნით გამორჩეული ცხოველების ჭამა იყო ნებადართული? (მეორე რჯული 14:6).
3. რა უწოდა ესაიამ აბრაამს, რითაც აღნიშნა, რომ ის ისრაელი ერის მამამთავარი იყო? (ესაია 51:1).
4. რა გაუკეთა სატანამ იობს მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ნება დართო, მისთვის ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა? (იობი 2:7).
5. ვინ უთხრა მეფე ახაშვეროშს იმ 50-წყრთიანი ძელის შესახებ, რომელიც ჰამანს მორდექაის („მარდოქაის“, სსგ) ჩამოსახრჩობად ჰქონდა მომზადებული, რითაც, ასე ვთქვათ, უკარნახა მეფეს, რომ ჰამანი მასზე ჩამოეხრჩოთ? (ესთერი 7:9).
6. იესოს სიტყვების თანახმად, რით შეიძლება ცრუწინასწარმეტყველების ამოცნობა? (მათე 7:15, 16).
7. იეჰოვას რომელი ტიტულია მოხსენიებული მხოლოდ დანიელის წიგნში, რომელიც მიუნიშნებს იმაზე, რომ ის ყველაზე დიდებული და მარად არსებული მოსამართლეა? (დანიელი 7:22).
8. რა საჩუქრები მიჰქონდა სოლომონ მეფის თარშიშულ ხომალდებს მისთვის? (3 მეფეთა 10:22).
9. აარონის გარდა, კიდევ ვის ეჭირა მოსეს ხელი, სანამ იეჰოვა ისრაელებს ყამალეკელებზე გაამარჯვებინებდა? (გამოსვლა 17:12).
10. რის საფუძველზე გადაწყვიტეს მოციქულებმა, თუ ვინ დაიკავებდა იუდა ისკარიოტელის ადგილს? (საქმეები 1:23—26).
11. ვინ იყო ისრაელში მღვდელმთავარი მაშინ, როდესაც სამუელი წინასწარმეტყველი გახდა? (1 მეფეთა 3:1, სსგ).
12. მღვდლად კურთხევისას რომელ სამ ადგილას სცხო სისხლი მოსემ აარონსა და მის ვაჟებს? (ლევიანები 8:23, 24).
13. რისგან შექმნა ღმერთმა ევა ნაცვლად იმისა, რომ ის მიწის მტვრისგან შეექმნა? (დაბადება 2:21, 22).
14. პავლეს სიტყვების თანახმად, რა არის „ყოველგვარი ბოროტების ფესვი“? (1 ტიმოთე 6:10).
15 ყადულამის გამოქვაბულში ყოფნისას, რატომ არ დალია დავითმა ის წყალი, რომელიც სამმა მებრძოლმა ბეთლემის ჭიდან ამოუღო? (2 მეფეთა 23:15—17).
ვიქტორინის პასუხები
1. იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი, რომლებიც ერთად ეწევიან ცხოვრების ჭაპანს და საერთო მიზნისკენ ილტვიან, უფრო ადვილად უმკლავდებიან პრობლემებს.
2.ნებადართული იყო იმ ცხოველის ჭამა, რომელსაც გაპობილი ჩლიქი ჰქონდა და იცოხნიდა.
3.„კლდე, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი“.
4. მან „შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე“.
5. ხარბონამ, რომელიც მეფის კარზე მსახურობდა.
6. თავიანთი „ნაყოფით“.
7.„დღეებით ძველი“ („ძველი დღეთა“, სსგ).
8. ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, ყაფუზუნები (მაიმუნები) და ფარშევანგები.
9. ხურს.
10. ლოცვისა და წილისყრის საფუძველზე.
11. ელი.
12. მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე.
13. ადამის ნეკნისგან.
14. „ვერცხლისმოყვარეობა“ ანუ ფულის სიყვარული.
15. იმიტომ, რომ ის წყალი იმ მამაკაცთა სისხლს განასახიერებდა, რომლებმაც მის მოსატანად თავი გასწირეს.