რატომ უნდა ვიყო ნაშვილები?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ უნდა ვიყო ნაშვილები?
„ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ქრონიკულ დაავადებას ებრძვი — უკურნებელ სენს, რომელიც გულს გიღრღნის“ (რობერტი).
ასე აღწერს თავისი სიცოცხლის მანძილზე განცდილ გრძნობებს ერთი მამაკაცი, რომელიც დაბადებისთანავე იშვილეს. ის დასძენს: „დღე არ გავა, რომ მოსვენებას არ მიკარგავდეს კითხვები: ვინ არიან ჩემი ნამ
დვილი მშობლები? სად ცხოვრობენ? რატომ მიმატოვეს?“.
ჩანტიელი, რომლის მამაც აყვანილი იყო, წუხს, რომ არ იცის, ვინ არიან მისი ნამდვილი პაპა და ბებია. ის ამბობს: „თავს მოტყუებულად ვგრძნობ იმის გამო, რომ არა მაქვს ურთიერთობა ჩემს ბიძებთან, მამიდებთან და ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან“. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ნაშვილები ბავშვი თავს ასე არ გრძნობს, მაგრამ ზოგს ეუფლება მსგავსი განცდები. რატომ?
განრისხების მიზეზი
როდესაც ბავშვი იგებს, რომ ის თავის ნამდვილ ოჯახს მოწყვეტილია, შეიძლება დიდი ემოციური ტკივილი განიცადოს. კატრინა, რომელიც ბავშვობაში აიყვანეს, ამბობს: „ბრაზი მახრჩობდა, რადგანაც არ ვიცოდი, რატომ გამაშვილა დედამ. მეგონა, დედაჩემმა იმიტომ მიმატოვა, რომ უშნო ვიყავი და არ ვიმსახურებდი მის სიყვარულს. მას რომ ჩემთვის საშუალება მოეცა, ძალ–ღონეს არ დავიშურებდი, რომ საამაყო შვილი ვყოფილიყავი. ჩემს ნამდვილ დედაზე ფიქრი უფრო და უფრო მაღიზიანებდა“.
კატრინას დედობილ–მამობილთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. „ვთვლიდი, რომ დედობილმა და მამობილმა ნამდვილი დედის კალთას მომწყვიტეს, — ამბობს ის, — ამიტომაც ჩემს რისხვას მათზე ვანთხევდი“. დიახ, განრისხება ზოგჯერ აყვანილი ბავშვების ბუნებრივი რეაქციაა.
ასეთი რისხვა შეიძლება სახიფათო იყოს. ზოგჯერ, როგორც კატრინას შემთხვევიდანაც ჩანს, შეიძლება არასწორი მიმართულება მისცე შენს სიბრაზეს და უდანაშაულო ადამიანებზე გადმოანთხიო რისხვა. ფსალმუნები 36:8). როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია: «ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას [„აცხრობს რისხვას“, აქ]» (იგავები 19:11). შენი სიტუაციის გაანალიზება რისხვის დაცხრობაში დაგეხმარება. როგორ?
ბიბლიაში შემდეგი რჩევაა მოცემული: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა“ (ნუ აჰყვები მცდარ ვარაუდებს
გაანალიზება დაგეხმარება იმ ვარაუდების გადამოწმებაში, რომლებიც შენზე ისე მოქმედებს, როგორც ცეცხლზე ნავთის დასხმა. მაგალითად, თუკი აყვანილი ხარ, ფიქრობ, რომ შენმა ღვიძლმა მშობლებმა რაიმე ნაკლის გამო შენზე გული აიყარეს და ამიტომ გაგაშვილეს? ასე ფიქრობდა კატრინა. მაგრამ ასეა ეს ყოველთვის? ალბათ, შეუძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამ მიაღებინა შენს მშობლებს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ მოერიდო საკუთარი თავის შესახებ ასეთი უარყოფითი წარმოდგენების შექმნას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივ, რატომ აშვილებენ მშობლები თავიანთ ბავშვებს? ხშირად ისინი ხედავენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ.
განვიხილოთ მოსეს მაგალითი. „გამოსვლის“ მე–2 თავში ბიბლია მოგვითხრობს, რომ, როდესაც ეგვიპტის ფარაონმა ყველა ისრაელი ბიჭუნას მოკვლის ბრძანება გასცა, იოქებედი სამი თვის განმავლობაში მალავდა თავის ჩვილს, მოსეს. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ბავშვის დამალვა უკვე შეუძლებელი გახდა, დედა კი ვერ აიტანდა შვილის სიკვდილს. ამიტომ, „როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ლერწმის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, და ჩააწვინა მასში ყრმა და დადგა ლერწმიანში, მდინარის ნაპირას“ (გამოსვლა 2:3).
ბავშვის ასე მიტოვება დედისთვის, ცხადია, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ აბა რა ექნა?! ეს ნაბიჯი მას შვილის სიყვარულმა გადაადგმევინა, რადგან, როგორც ის ფიქრობდა, ბავშვისთვის ასე აჯობებდა. საინტერესოა, რომ მისი ქალიშვილი იქვე ახლოს ტრიალებდა და ბავშვს დარაჯობდა მანამ, სანამ არ დაინახა, რომ მისი პატარა ძამიკო აიყვანეს და მას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. შესაძლოა, სწორედ აფორიაქებულმა დედამ დაავალა მას ასე მოქცევა.
ცხადია, გაშვილება ყოველთვის ასე აშკარად კრიტიკული მიზეზების გამო არ ხდება, მაგრამ მშობლებს ხშირად მსგავსი აღძვრები ამოძრავებთ. რობერტი ამბობს: „მე უკანონო შვილი ვიყავი. ჩემი აღზრდა დედაჩემის ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, ვინაიდან ოჯახში სხვა ბავშვებიც იყვნენ. შესაძლოა, დედა ფიქრობდა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, გავეშვილებინე“.
მართლაც, არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ წყვეტს მშობელი, რომ საკუთარი შვილი სხვა
ოჯახს მიაბაროს გასაზრდელად. მაგრამ, როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, სულაც არ არის აუცილებელი, დედა ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ სძულს თავისი შვილი ან მასში რაღაც ნაკლს ხედავს. ხშირ შემთხვევაში, დედას გულწრფელად სჯერა, რომ მისი ბავშვისთვის უკეთესი იქნება, სხვა ოჯახში გაიზარდოს.დააფასე სხვების სიყვარული
საკუთარი მდგომარეობის გაანალიზება მაშინაც დაგეხმარება, როდესაც შენი შვილად აყვანის მიზეზებზე ფიქრობ. მოდი ისევ მოსეს შემთხვევას დავუბრუნდეთ. რამდენიმე ხანში, „აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა“ (საქმეები 7:21). რამ აღძრა ფარაონის ასული, რომ სასიკვდილოდ განწირული ებრაელი ბავშვი დაეცვა? „ტირის ყრმა, — ნათქვამია ბიბლიაში. — შეებრალა იგი“ (გამოსვლა 2:6). დიახ, მოსეს შვილად აყვანა განაპირობა არა იმან, რომ ის შეძულებული ან უგულებელყოფილი იყო, არამედ მის მიმართ სიყვარულის გამოვლენამ.
ბევრი აყვანილი ბავშვი ხვდება, რომ საკუთარ მშობლებს ისინი ქუჩაში არ მიუტოვებიათ (თუმცა დღესდღეობით ხშირად ასეც ხდება), არამედ მიაბარეს რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ბავშვს სათანადო მზრუნველს მოუძებნიდნენ. და ის ფაქტი, რომ შემდგომ ის იშვილეს, ნიშნავდა — ვიღაცამ ის იმდენად შეიყვარა, რომ მასზე ზრუნვა მოინდომა. შეიძლება, რომ შენს შემთხვევაშიც ასე ყოფილიყო? თუკი ყურადღებას გადაიტან შენ მიმართ გამოვლენილ სიყვარულზე და დააფასებ მას, უკეთ მოერევი ნებისმიერ მტკივნეულ გრძნობას, რომელსაც, შესაძლოა, განიცდი.
გარდა ამისა, სიყვარული შეიძლება სხვებისგანაც იგრძნო. თუკი ქრისტიანული კრების წევრი ხარ, ბევრი მოყვარული სულიერი ძმა, და, მამა და დედა, გეყოლება (მარკოზი 10:29, 30). ქრისტიანი უხუცესები შენთვის შეიძლება იყვნენ, „როგორც საფარავი ქარში და თავშესაფარი თავსხმაში; როგორც წყლის ნაკადულები გვალვიანში, როგორც ჩრდილი კლდისა გამოფიტულ მიწაზე“ (ესაია 32:2). ნუ იყოყმანებ და ნუ მოგერიდება მოწიფულ თანამორწმუნეებთან მისვლა და მათდამი ნდობის გამოვლენა. გაანდე მათ შენი ფიქრები და გულისნადები.
რობერტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ქრისტიანული კრების წევრებთან ახლო ურთიერთობის განვითარება. „ჯერ კიდევ მაქვს სიცარიელის გრძნობა, — აღიარებს ის, — მაგრამ ჩემი სულიერი ოჯახის სიყვარული ჩემს გულში ამ გრძნობისთვის მხოლოდ მცირე ადგილს ტოვებს“.
შენ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში
ასე რომ, წინააღმდეგობა გაუწიე მცდარ და უარყოფით აზრებს. ერთ–ერთი ასეთი ნეგატიური აზრი ისაა, თითქოს შეუძლებელია ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო, რადგან აყვანილი ხარ. ასეთმა უარყოფითმა ფიქრებმა შეიძლება გული გაგიტეხოს (იგავები 24:10). თანაც, ასეთი აზრებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
გახსოვდეს: მოსემ საუკეთესოდ გამოიყენა ყველა ის შესაძლებლობა, რაც გააჩნდა. ბიბლიაში ნათქვამია: „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით“ (საქმეები 7:22). რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოსემ სულიერი განათლება მიიღო — და იმდენად კარგად, რომ მისი ზეციერი მამა, იეჰოვა, მისთვის აბსოლუტურად რეალური იყო (ებრაელთა 11:27). მიაღწია თუ არა მან ცხოვრებაში წარმატებას?
დიახ, მოგვიანებით მოსე ძლიერი ერის წინამძღოლი გახდა; ერისა, რომელიც დაახლოებით სამი მილიონი ან უფრო მეტი ადამიანისგან შედგებოდა. ის გახდა წინასწარმეტყველი, მოსამართლე, ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, რჯულის შეთანხმების შუამავალი და ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის დამწერი. გარდა ამისა, იობის წიგნისა და 89–ე ფსალმუნის დამწერადაც მას მიიჩნევენ. მოსემ მართლაც რომ წარმატებული ცხოვრება განვლო. ბევრმა აყვანილმა ბავშვმაც მიაღწია ცხოვრებაში წარმატებას და ეს შენც შეგიძლია.
რობერტმა მშვენივრად აღზარდა ორი შვილი. ამჟამად ის ქრისტიანულ კრებაში უხუცესად მსახურობს. ბავშვობის წლების მოგონებისას ის ამბობს: „მივხვდი, რომ არ უნდა ავიკვიატო ის, რასაც ვერ შევცვლი, არამედ ვიყო მადლიერი იმ კურთხევებისთვის, რომლებიც მაქვს“.
თუკი ამჟამად სხვა ოჯახში ხარ გადაცემული აღსაზრდელად ან საერთოდ გაშვილებული ხარ, დროდადრო შეიძლება უარყოფითმა აზრებმა შეგაწუხოს, მაგრამ ეცადე ისინი დადებითი აზრებით შეცვალო. ფილიპელთა 4:8, 9–ში მოცემულია დანაპირები, რომ ‘მშვიდობის ღმერთი იქნება შენთან’, თუკი ‘იმაზე იფიქრებ’, რაც ღვთისთვის მოსაწონია. და მაინც, კიდევ რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლია, როცა ცხოვრობ ოჯახში, რომელმაც გიშვილა? ამ სერიის მომდევნო სტატია სწორედ ამ საკითხს გააშუქებს.
[სურათები 20 გვერდზე]
ის ფაქტი, რომ ნაშვილები ხარ, უჩვენებს — ვიღაცამ იმდენად შეგიყვარა, რომ საკუთარ ოჯახში მიგიღო და ზრუნავს შენზე.