არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასარგებლო რჩევები ახალგაზრდებისთვის

სასარგებლო რჩევები ახალგაზრდებისთვის

სასარგებლო რჩევები ახალგაზრდებისთვის

ბილი, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, კალიფორნიაში (აშშ) სასამართლოს შენობის მახლობლად ჟურნალებს სთავაზობდა გამვლელებს. მას მიუახლოვდა მამაკაცი და სთხოვა ეჩვენებინა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ყველა ნომერი, რომელიც ბილს თან ჰქონდა. ბილი ყვება: «კრების ზოგმა წევრმა ადრე ჟურნალის რამდენიმე წინა ნომერი მომცა, ამიტომაც მამაკაცისთვის ბევრი მათგანის ჩვენება შემეძლო.

მან სწრაფად გადაარჩია ჟურნალები და იმ ნომრებიდან, რომლებიც ჯერ არ ჰქონდა წაკითხული, მთელი დასტა შეადგინა. მკითხა, შეეძლო თუ არა ამ ჟურნალების წაღება. მითხრა, რომ სასამართლოში მუშაობდა და მის მოვალეობაში შედიოდა რჩევების მიცემა პრობლემებში გაბმული ახალგაზრდებისთვის. მან ამიხსნა, რომ „გამოიღვიძეთ!“-ს იმიტომ იღებს, რათა რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიების ასლები გააკეთოს. ის შემდეგ საგნობრივად ახარისხებს სტატიებს და ყოველთვის ხელთ აქვს იმ ახალგაზრდებისთვის მისაცემად, რომლებსაც რჩევებს აძლევს. მამაკაცმა თქვა: „ჟურნალში სწორედ ის პრობლემები ირჩევა, რომლებიც დღევანდელ ახალგაზრდობას აწუხებს“. მან შეაქო იეჰოვას მოწმეები ახალგაზრდების დასახმარებლად გამიზნული ასეთი სასარგებლო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, თან დასძინა, რომ ახლო მომავალშიც სიამოვნებით გამომართმევდა „გამოიღვიძეთ!“-ის ახალ ნომრებს».

იმ ინფორმაციის უმეტესობა, რომელიც ქვეყნდება რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“, თავმოყრილია წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს 320-გვერდიანი წიგნი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე გაგზავნით.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.