არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს რეალური გამოსავალი?

არსებობს რეალური გამოსავალი?

არსებობს რეალური გამოსავალი?

დამნაშავეობამ თანამედროვე საზოგადოებაში მყარად მოიკიდა ფეხი და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალური სფეროს მუშაკების, სამართალდამცავი ორგანოებისა და დამნაშავეთა გამოსასწორებელი დაწესებულებების კეთილი განზრახვისა და მცდელობების მიუხედავად ცხოვრება დღითი დღე საშიში ხდება. არსებობს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე დიდი ცვლილება მოხდება, მაგრამ ეს ადამიანთა მთავრობების დამსახურება როდი იქნება. რამდენად კეთილშობილურიც უნდა იყოს დღევანდელი მმართველების მიზნები, მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. მათ საიმისო არც ძალა შესწევთ და არც უნარი, რომ მთლიანად აღმოფხვრან დამნაშავეობის გამომწვევი მიზეზები და შექმნან ისეთი მსოფლიო სისტემა, სადაც ადამიანები მუდამ უსაფრთხოდ იცხოვრებენ.

ცვლილებას, რომლის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი, ჩვენი ზეციერი მამა მოახდენს. მას, როგორც სამყაროს შემოქმედს, ძალაც აქვს და უფლებაც, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ადამიანებმა ვერ შეძლეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის . . . იგი დიდ ძალას ფლობს და ძლევამოსილია’ (ესაია 40:23—26). რა ცვლილებებს გვპირდება ღმერთი და საიდან ვიცით, რომ ეს უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს?

ფსალმუნების 36:10-ში ვკითხულობთ ღვთის დანაპირებს: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“. ღმერთს განზრახული აქვს იმ გამოუსწორებელი ბოროტი ადამიანების განადგურება, რომლებიც არც კი ფიქრობენ უკეთესობისკენ შეცვლას. მაგრამ ის ყველა ადამიანს როდი მოსპობს. მათ შესახებ, ვისაც სურს თვინიერი, თავმდაბალი და მშვიდობისმოყვარე გახდეს, ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა. და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“. მას შემდეგ, რაც ბოროტები განადგურდებიან, გადარჩენილები გაიხარებენ „დიდი მშვიდობით“, ანუ ისეთ მსოფლიოში იცხოვრებენ, სადაც არანაირი დამნაშავეობა აღარ იქნება (ფსალმუნები 36:11, 34).

საჭიროა გულისა და გონების შეცვლა

დამნაშავეობის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად საკმარისი არ არის, მხოლოდ ბოროტების განადგურება და კარგი ადამიანების გადარჩენა. დამნაშავეობა, ხშირად, ადამიანის გულისა და გონების არასწორი აღზრდის შედეგია. ღვთის მთავრობა სწორედ ამ მხრივ გააკეთებს შეუძლებელს — იმას, რის გაკეთებაც ადამიანთა მმართველობებმა ვერ შეძლეს. იგი პრაქტიკულ ხელმძღვანელობას გაუწევს და შესაბამის განათლებას მისცემს ხალხს, რათა მათ სიმართლე შეიყვარონ. ესაიას 54:13-ში ვკითხულობთ: „შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა“.

ეს ცვლილებები ყველას სიხარულით აუვსებს გულს! ბიბლია სიმბოლური ენით აღწერს იმ ადამიანების გულსა და გონებაში მომხდარ ცვლილებას, რომლებიც ერთ დროს თავიანთი თვისებებით მხეცებს წააგავდნენ: „მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან“. რას უნდა მივაწეროთ ეს ძირეული გარდატეხა? კვლავაც ბიბლია გვპასუხობს: „რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით“ (ესაია 11:6, 9). მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მსგავსი ცვლილებების ნახვა არა მარტო მომავალში, არამედ ახლავე შეგიძლიათ. როგორ?

სასიკეთო ცვლილებები დღესვე მოგიტანთ სარგებლობას

ზოგი ახლავე ახდენს სათანადო ცვლილებებს ცხოვრებაში, რითაც დამნაშავეობისგან თავისუფალ მსოფლიოში საცხოვრებლად ემზადებიან. ისინი უკვე იმოსებიან ახალ კაცად, ანუ ავითარებენ ღვთისმოსაწონ თვისებებს, რომელთა გარეშეც ვერავინ იცხოვრებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13). როგორ აკეთებენ ამას? ისინი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბიბლიაში ყურადსაღები მოწოდებაა: ‘განიახლეთ თქვენი გონების სული და შეიმოსეთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:23, 24).

კოლასელთა 3:12—14-ში აღწერილია ის დადებითი თვისებები, რომლებსაც დღეს მრავალი გულწრფელი ადამიანი ავითარებს: „ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“.

ხომ არ გსურთ ახალი ქრისტიანული პიროვნებით შემოსვაში დაგეხმარონ? იეჰოვას მოწმეების დახმარებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღეს მილიონობით ადამიანი „იმოსება“ ღვთისმოსაწონი თვისებებით. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება სამეფო დარბაზებში თუ დიდ კონგრესებზე, ყოფილმა ბოროტმოქმედებმაც კი ისწავლეს მშვიდობისმოყვარეობა *. თუ თქვენც გსურთ ამ ბრწყინვალე ბიბლიურ-საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა, ნუღარ დააყოვნებთ და დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან, რათა თქვენც იყოთ იმ ბედნიერ ადამიანთა შორის, რომლებიც დღესვე ემზადებიან დამნაშავეობისგან თავისუფალ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 იხილეთ, მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 8 მაისის ნომერი, გვ. 8—10 (რუს.).

[სურათები 10 გვერდზე]

დღეს მილიონობით ადამიანი იღებს განათლებას, რომელიც მათ დამნაშავეობისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებისთვის ამზადებს.