რატომ ვთხოვ ყველაფერში საკუთარ თავს მაქსიმუმს?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ ვთხოვ ყველაფერში საკუთარ თავს მაქსიმუმს?
„რადგან მამაჩემი მასწავლებელი იყო, ყველა მოელოდა, რომ ფრიადოსანი ვიქნებოდი. ამის გამო დაძინებამდე ზოგჯერ ვტიროდი“ (ლია) *.
„მე მაქსიმალისტი ვარ. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი საუკეთესოდ ან სხვებისგან სრულიად განსხვავებულად უნდა გავაკეთო, თორემ ჩემთვის აზრი არა აქვს საქმის წამოწყებას“ (კეილები).
საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვ? გამუდმებით ხომ არ ნერვიულობ იმის გამო, რომ რა მონდომებითაც უნდა შეუდგე საქმეს, შედეგი მაინც არ დაგაკმაყოფილებს? ვერ იტან კრიტიკას? როცა რამე არ გამოგდის, ხომ არ ადანაშაულებ საკუთარ თავს და ხომ არ თვლი, რომ სულელი, უვარგისი და უღირსი ხარ? როცა გინდა, საქმე კარგად გაკეთდეს, თვლი, რომ მას მაინცდამაინც შენ უნდა მოჰკიდო ხელი? ისეც ხომ არ ხდება, რომ მარცხის შიშის გამო ზოგჯერ საქმეს ბოლო წუთს აკეთებ ან საერთოდ არ ჰკიდებ ხელს?
ახლა სხვებთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ. გიჭირს სხვებთან დამეგობრება იმის გამო, რომ არავინ შეესაბამება შენ მიერ დადგენილ ნორმებს? ზედმეტად კრიტიკული ხომ არ ხარ სხვების შეცდომებისა და ნაკლოვანებების მიმართ? თუ ამ კითხვათაგან რომელიმეს დადებითად უპასუხე, შესაძლოა მაქსიმალიზმისკენ სწრაფვა გახასიათებდეს; თუ ეს ასეა, იცოდე, რომ მხოლოდ შენ არა ხარ ასეთ მდგომარეობაში. მსგავსი ტენდენცია საკმაოდ გავრცელებულია ახალგაზრდებს შორის — განსაკუთრებით კი ნიჭიერ ან წარჩინებულ მოსწავლეებში *.
რა იწვევს მაქსიმალიზმისკენ სწრაფვას? მკვლევარები ამაზე ზუსტ პასუხს ჯერჯერობით ვერ იძლევიან. წიგნში „მაქსიმალიზმი — რა არის ცუდი იმაში, რომ თითით საჩვენებელი იყო?“ ნათქვამია: „მაქსიმალიზმი დაავადება არ არის; ის არ შეგყრიათ. ის არც მემკვიდრეობითი ფაქტორია; მაქსიმალისტად არ დაბადებულხართ. მაშ, როგორ მოხდა თქვენი ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბება? ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მაქსიმალიზმისკენ სწრაფვა ადამიანს ბავშვობაში უვითარდება. ზეგავლენა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი განიცდის საკუთარი თავის, ოჯახის, სოციალური გარემოსა და საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, აგრეთვე სურვილი იმისა, რომ დაემსგავსონ გამოჩენილ პირებს, რომელთა მიბაძვაც არარეალურია, იმდენად დიდ ზემოქმედებას ახდენს მათზე, რომ ისინი გამუდმებით რაღაცაზე წუხან, საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილონი არიან და თავდაუზოგავად შრომობენ“.
რა მიზეზითაც უნდა იყოს შენში მაქსიმალიზმისკენ სწრაფვა განვითარებული, ყველაფერში საუკეთესო შედეგის მიღწევის მოთხოვნილებამ შეიძლება ცხოვრება დაგიმახინჯოს. მოდი, უფრო კარგად გამოვიკვლიოთ, რა არის მაქსიმალიზმი და რატომ შეუძლია მას შენთვის ზიანის მოყენება.
რა არის მაქსიმალიზმი
მაქსიმალიზმი სრულყოფისაკენ სწრაფვაზე ან კარგად შესრულებული საქმისგან მიღებულ კმაყოფილებაზე გაცილებით მეტს მოიცავს. იგავების 22:29–ში (სსგ) ბიბლია აქებს „თავისი საქმის ოსტატ კაცს“. ბიბლიაში დადებითად არიან მოხსენიებულნი ის ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა ხელობას ძალიან მაღალ დონეზე ფლობდნენ (1 მეფეთა 16:18; 3 მეფეთა 7:13, 14). ასე რომ, ცუდი არაფერია იმაში, რომ ისწრაფო საუკეთესო შედეგებისკენ და დაისახო დიდი, მაგრამ რეალური მიზნები. ასე ადამიანს შეუძლია „უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით“ (ეკლესიასტე 2:24).
მაქსიმალისტს კი არ შეუძლია ასეთი კმაყოფილების მიღება. მისი შეხედულება მიღწევებსა და წარმატებაზე მთლიანად არასწორია. როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, მაქსიმალისტისთვის დამახასიათებელია „მიუწვდომელი მიზნების დასახვა (ე. ი. სრულყოფილებისკენ სწრაფვა), და როგორ კარგადაც უნდა შეასრულოს საქმე, მუდმივად უკმაყოფილებას განიცდის“. შედეგად, მაქსიმალიზმი „იქცევა წყაროდ განუწყვეტელი სტრესისა, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ ის არაფრის მაქნისია“. ერთი პუბლიკაცია მაქსიმალიზმს განსაზღვრავს, როგორც „არაგონივრულ დარწმუნებულობას იმაში, რომ შენ და (ან) გარემო, სადაც ცხოვრობ, სრულყოფილები უნდა იყოთ“. მაქსიმალიზმის გამო „მთლიანად ხარ შეპყრობილი იმ აზრით, რომ რასაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერი, წვრილმანების ჩათვლით, ზედმიწევნით — ხარვეზების გარეშე — უნდა შეასრულო“.
განა იესომ არ თქვა: „იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“? (მათე 5:48). მართალია, მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, შეიძლებოდა ყოფილიყო სრულყოფილი. ბიბლია გვასწავლის კიდეც, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). მაშ, რას გულისხმობდა იესო? ბიბლიაში სიტყვა „სრულყოფილს“ სრულის მნიშვნელობა აქვს (მათე 19:21). როცა იესომ თქვა, რომ სრულყოფილები უნდა ვიყოთ, ის სიყვარულზე მსჯელობდა და თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, უფრო სრულად გამოეხატათ ეს გრძნობა. როგორ? იმით, რომ თავიანთი მტრებიც ჰყვარებოდათ. ბიბლიის დამწერი ლუკა იესოს სიტყვებს ასე გადმოგვცემს: „იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).
მაქსიმალისტები კი ისეთი ილუზიებით კვებავენ საკუთარ თავს, თითქოს შესაძლებელია, რომ სრულყოფილები იყვნენ ამ სიტყვის სრული გაგებით. შესაძლოა, ამიტომ ითხოვენ ისინი სხვებისგან ბევრს. წიგნში „მუდმივი დაუკმაყოფილებლობა — მოიხსენი მაქსიმალიზმის ბორკილები“ მაქსიმალისტების შესახებ ნათქვამია: „ეს ადამიანები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ ასრულებენ სხვები თავიანთ საქმეს . . . მათი აზრით, სხვები არც იმაზე ზრუნავენ, რომ თავიანთი საქმე კარგად შეასრულონ და არც თავიანთი შრომის შედეგებით ამაყობენ“.
მაგალითად, ერთი გოგონა, სახელად კარლი, კარგად სწავლობს და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულ პროგრამას გადის, მაგრამ, რაც შეეხება სხვებთან მის ურთიერთობებს, აქ ის ნაკლებად წარმატებულია. იმის გამო, რომ ყველაფერში სრულყოფილებას ეძებს, ბევრი მეგობარი დაკარგა. „ვფიქრობ, სრულყოფილებამდე ისინი საკმაოდ შორს იყვნენ“, — ამბობს ის.
ზოგიერთები კი, შეიძლება, სხვებისგან კი არა, საკუთარი თავისგან ითხოვდნენ ყველაფერში მაქსიმუმს. წიგნში „მუდმივი დაუკმაყოფილებლობა“ ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანების აზრით, „თავად ისინი ან მათი მოქმედება არც ისე კარგია . . . და უზომოდ აღელვებთ ის, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები“.
მაქსიმალიზმი პრობლემებს ქმნის
ყველაფერში სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჯანსაღი და სასარგებლო მისწრაფება როდია. პირიქით, მას ხშირად ზიანი მოაქვს. საუკეთესო შედეგის მიღწევის იგავები 19:20). ნაცვლად იმისა, რომ ეს სასარგებლო მითითებები მადლიერებით მიეღო, დენიელმა თავი დამცირებულად იგრძნო. „მინდოდა, სადმე შევმძვრალიყავი“, — იხსენებს ის. რამდენიმე კვირის განმავლობაში ის თეთრად ათევდა ღამეებს.
ნაცვლად ასეთი აზროვნება ხშირად წარუმატებელს ხდის ადამიანს. ქრისტიანი მამაკაცი, სახელად დენიელი, იხსენებს, თუ რა მონდომებითა და გულმოდგინებით ამზადებდა დავალებას, რითაც უნდა გამოსულიყო იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში. ბევრმა შეაქო ის შესანიშნავი გამოსვლისთვის. შემდეგ წამყვანმა მას რამდენიმე ტაქტიანი, სასარგებლო რჩევა მისცა. ბიბლია მოგვიწოდებს, ‘ვისმინოთ რჩევა და მივიღოთ დარიგება’ (ამგვარად, მაქსიმალიზმმა შეიძლება სწავლაშიც შეუშალოს ხელი ადამიანს. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ერთ–ერთ ვებ–საიტზე განთავსებულ სტატიაში გოგონა, სახელად რეიჩელი, წერდა: „როცა მაღალ კლასებში გადავედი, გადავწყვიტე, მხოლოდ ფრიადებზე მესწავლა. ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი; ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მომავალში ფრიადზე დაბალი ნიშანი მიმეღო“. ცოტა ხნის შემდეგ რეიჩელმა შეამჩნია, რომ გაუჭირდა ალგებრის სწავლა; ამ საგანში მას „მხოლოდ“ „4+“ ეწერა. „ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის ეს კარგი ნიშანი იყო, — იხსენებს რეიჩელი, — მაგრამ არა ჩემთვის. თავზარი დამეცა და ნერვიულობა დავიწყე . . . მეშინოდა, რომ დახმარებისთვის მასწავლებლისთვის მიმემართა. ვფიქრობდი: თუ ვაღიარებ, რომ საშინაო დავალების შესასრულებლად დახმარება მესაჭიროება, ეს იმის თქმის ტოლფასი იქნება, რომ საგანი არ მესმის . . . ზოგჯერ იმ აზრამდეც კი მივსულვარ, რომ წარუმატებლობას სიკვდილი ჯობდა“.
წარუმატებლობის შიშს აყოლილი ზოგიერთი ახალგაზრდა თვითმკვლელობაზეც კი იწყებს ფიქრს. საბედნიეროდ, უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის მსგავსი რამ. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი სილვია რიმი შენიშნავს, მათ შეიძლება წარუმატებლობით გამოწვეულ ტკივილს გვერდი იმით აუარონ, რომ დავალების შესრულებით თავი არ შეიწუხონ. ქ–ნი რიმი ამბობს, რომ ზოგიერთი მაქსიმალისტი „არ აბარებს საკლასო დავალებებს, უკმაყოფილოა თავისი ნამუშევრით, ავიწყდება საშინაო დავალებების მოტანა და თავის გამართლებას ცდილობს“.
მეორე მხრივ კი, არიან ახალგაზრდები, რომლებიც უკიდურესობამდე მიდიან, ოღონდ სასურველ წარმატებას მიაღწიონ. „გვიანობამდე ვმეცადინეობდი, რომ საშინაო დავალებები საუკეთესოდ შემესრულებინა“, — აღიარებს დენიელი. პრობლემა ისაა, რომ ასეთ თავგამოდებას, ჩვეულებრივ, საპირისპირო შედეგები მოაქვს. მოსწავლეები, რომლებსაც გაკვეთილზე ეძინებათ, უფრო ცუდად სწავლობენ.
ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მაქსიმალიზმი ხშირად იწვევს ქრონიკულ გაღიზიანებას, ღირსების გრძნობის დაკარგვას, დანაშაულის გრძნობას, პესიმიზმს, კვებით მოშლილობასა და დეპრესიას. და რაც ამ ყოველივეზე უფრო სერიოზულია, მას შეუძლია სულიერად დააზიანოს ადამიანი. მაგალითად, ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ თავიანთი რწმენა სხვებს გაუზიარონ (რომაელთა 10:10; ებრაელთა 10:24, 25). ახალგაზრდა ვივიენი კი თავს იკავებდა ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების მიცემისგან იმის შიშით, რომ მთლად გასაგებად ვერ გამოხატავდა თავის აზრს. ახალგაზრდა ლიასაც მსგავსი შიში ჰქონდა. ის ამბობს: „თუ არასწორად ვიტყვი რამეს, სხვებს ჩემზე არასწორი წარმოდგენა შეექმნებათ. ამიტომაც, დუმილს ვამჯობინებ“.
ცხადია, სწრაფვა იმისკენ, რომ ყველაფერში სრულყოფილებას მიაღწიო, საზიანოა. და ამ სტატიაში მოხსენიებული თვისებებიდან თუ რომელიმე გახასიათებს, დაფიქრდი, იქნებ საჭიროა, აზროვნება შეიცვალო. მომდევნო სტატიაში მოთხრობილი იქნება, თუ რა დაგეხმარება ამაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 6 ერთი გამოკვლევის თანახმად, ერთ–ერთი სკოლის ნიჭიერ მოსწავლეთა 87,5 პროცენტს მაქსიმალიზმისკენ სწრაფვა ახასიათებდა.
[სურათი 28 გვერდზე]
წარუმატებლობის შიშით ზოგიერთი ახალგაზრდა არ ასრულებს დავალებებს.
[სურათი 29 გვერდზე]
მაქსიმალიზმის გამო ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და ღირსების გრძნობა დაკარგოს.