მისმა გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა
მისმა გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა
შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ იეჰოვას მოწმეს, ჯინის, სკოლის დამთავრებისას, თავისი სარწმუნოების შესახებ დამოწმების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა. „როდესაც სკოლას ვამთავრებდი, სემესტრში განვლილი მასალის შემაჯამებელი წერითი დავალების შესრულება დაგვევალა, — მოგვითხრობს ის. — მასწავლებელს ვუთხარი, რომ მსურდა იმის შესახებ დამეწერა, რაც იეჰოვას მოწმეებს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადახდათ“.
მან ნება დართო ჯინის, რომ წარედგინა ეს თემა. „ძალიან ვღელავდი, როცა წერითი ნამუშევარი უნდა ჩამებარებინა და შემდეგ თემა ზეპირად წარმედგინა, — აღიარებს ჯინი. — არ ვიცოდი, რას იტყოდნენ ჩემი თანაკლასელები. ვშიშობდი, დაცინვას ხომ არ დამიწყებდნენ“.
ჯინიმ მოხსენება ასეთი შეკითხვით დაიწყო: „თუ იცით, ვინ ატარებდა დავითის ვარსკვლავს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში?“ ყველამ უპასუხა: „იუდეველები“. შემდეგ კი ჰკითხა მათ, თუ იცოდნენ ვინ ატარებდა იისფერ სამკუთხედს. ამ კითხვაზე პასუხი არავის გაუცია. „ვუთხარი, რომ მას იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ“, — ამბობს ჯინი.
ჯინის ნათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასწავლებელსა და კლასზე. „ისინი ძალიან გაოცდნენ, როცა გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმეებს ადვილად შეეძლოთ თავისუფლების მოპოვება რწმენის უარმყოფელ დოკუმენტზე ხელის მოწერით, — ამბობს ჯინი. — მოგვიანებით, ზოგიერთმა ჩემმა თანაკლასელმა მითხრა, რომ თუმცა ადრე დასცინოდნენ იეჰოვას მოწმეებს, ამის შემდეგ, როდესაც სახლში მიაკითხავდნენ, აუცილებლად მოუსმენდნენ მათ“.
ჯინიმ ფრიადი მიიღო წერითი ნამუშევრისა და თემის ზეპირი წარდგენისთვის. „გარდა იმისა, რომ მაღალი ნიშანი მივიღე — ამბობს ის, — ჩემი რწმენის შესახებ დამოწმების შესანიშნავი შესაძლებლობაც მომეცა!“
[სურათი 29 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებს სთავაზობდნენ გათავისუფლებას იმ პირობით, თუ ხელს მოაწერდნენ რწმენის უარმყოფელ დოკუმენტს.
[საავტორო უფლება]
Courtesy of United States Holocaust Memorial Museum