არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბიბლიის წელი“

„ბიბლიის წელი“

„ბიბლიის წელი“

ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში 2003 წელი ბიბლიის წლად გამოცხადდა. გერმანიაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ ნათქვამია: «ბიბლიის წელი პირველად და უკანასკნელად 1992 წელს იზეიმეს. დღესაც, ისევე როგორც მაშინ, [ეკლესიები] მიზნად ისახავენ, დაეხმარონ ხალხს, რათა უკეთ გაიგონ „სიცოცხლის წიგნი“ და ხაზი გაუსვან საღვთო წერილის კულტურულ ფასეულობას».

როგორც 2002 წლის ივნისის ჟურნალ „ბიბელრეპორტში“ აღინიშნა, ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 2 287 ენაზეა ნათარგმნი. საერთო შეფასებით, დღესდღეობით ბიბლიის დაახლოებით 5 მილიარდი ეგზემპლარია გავრცელებული. ასეთი კოლოსალური მიღწევები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ აფასებს ხალხი ამ წიგნს.

უმრავლესობას ბიბლია დღეს შეიძლება პრაქტიკულ წიგნად არ მიაჩნია. მართლაც, ზნეობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ნორმებს ბევრი მოძველებულად მიიჩნევს ან ფიქრობს, რომ მათი გამოყენება დღევანდელ მსოფლიოში არარეალურია. ბიბლიის წლის განმავლობაში, გერმანიაში არსებული ეკლესიები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ ორ რამეს — აღძრავენ ხალხს, იცხოვრონ ბიბლიის პრინციპებთან შეთანხმებულად და ბიბლიისადმი ინტერესს აღძრავენ მათში, ვინც ურთიერთობა გაწყვიტა ეკლესიასთან.

ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა არც ისე ადვილია, მაგრამ მხოლოდ ასეა შესაძლებელი საღვთო წერილის მთავარი აზრების გაგება. ვისაც სურს, ბიბლიის კითხვიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს, უნდა ახსოვდეს 2 ტიმოთეს 3:16, 17–ში ჩაწერილი სიტყვები: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“.

გერმანელმა პოეტმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ (1749—1832) თქვა: „დარწმუნებული ვარ, რაც უფრო უღრმავდება ადამიანი ბიბლიას, მით მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება იგი“. ნამდვილად, მხოლოდ ღვთის სიტყვაში ვპოულობთ გონივრულ პასუხებს იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა, საიდან მოვდივართ, რატომ ვართ აქ და რას მოგვიტანს მომავალი! (ესაია 46:9, 10).

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

From the book Bildersaal deutscher Geschichte