იცით თუ არა?
იცით თუ არა?
(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ [ინგლ.]).
1. ბიბლიის თანახმად, პირველად რომელი წყვილი დაკრძალეს მახფელას მღვიმეში ხებრონის მახლობლად? კიდევ ვინ იყო იქ დაკრძალული? (დაბადება 49:29—33; 50:13).
2. დავითის რომელი ძე გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სილამაზით? (2 მეფეთა 14:25).
3. რომელი სახელმწიფოს მოქალაქე იყო პავლე მოციქული დაბადებიდან? (საქმეები 22:25—28).
4. რა გაფრთხილება მიეცა ადამს აკრძალულ ნაყოფთან დაკავშირებით? (დაბადება 2:17).
5. მას შემდეგ, რაც მეფე რეხაბყამმა (რობოამმა) ხალხის თხოვნას ზურგი აქცია, ვინ გაუგზავნა ჩრდილოეთის აჯანყებულ ტომებს, და რა დაემართა ამ მამაკაცს? (2 ნეშტთა 10:18).
6. რა იგულისხმა იესომ, როდესაც თქვა: „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს“? (მათე 6:24).
7. როცა იეჰოვა ისრაელებს მანანით კვებავდა, რა ემართებოდა იმ მანანას, რომელიც აუკრეფავი რჩებოდა? (გამოსვლა 16:21).
8. ვინ გასცა იესო? (ლუკა 6:16).
9. რა იყო ყამონიანელთა მთავარი ღვთაება? (იერემია 49:1).
10. ძლევამოსილების მაჩვენებლად ადამიანის სხეულის რომელი ნაწილია ხშირად ბიბლიაში ხატოვნად წარმოდგენილი? (იერემია 32:17).
11. ვინ ურჩია მეფე ახაშვეროშს, რომ ვაშთისთვის დედოფლობის უფლება ჩამოერთმიათ და სხვისთვის გადაეცათ? (ესთერი 1:14—20).
12. როგორ გაამტკნარა მოსემ მარას მწარე წყალი? (გამოსვლა 15:23—25).
13. რა ადგილიდან დაიწყო ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან? (გამოსვლა 12:37).
14. ვინ შეატყობინა მეფე იოშიაჰუს ტაძრის აღდგენითი სამუშაოების წინსვლის შესახებ და ვინ წაუკითხა იქ ნაპოვნი „რჯულის წიგნი“? (4 მეფეთა 22:8—10).
15. „გამოცხადების“ წიგნის თანახმად, რა ოთხი ფერის ცხენი იხილა იოანემ, და რას ასიმბოლოებდნენ ისინი? (გამოცხადება 6:2—8).
ვიქტორინის პასუხები
1. აბრაამი და სარა; აგრეთვე ისაკი, რებეკა, ლეა და იაკობი.
2. აბესალომი.
3. რომის.
4. „რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“.
5. ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი. ის ქვებით ჩაქოლეს.
6. «ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც [„სიმდიდრეს“, აქ]».
7. „როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა იგი“.
8. იუდა ისკარიოტელმა.
9. მალქომი.
10. მკლავი.
11. მემუქანმა, სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავრიდან ერთ-ერთმა.
12. „უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში“.
13. რაყმესესიდან (რამსესიდან).
14. შაფანმა, მეფის მწერალმა.
15. თეთრი — სამართლიან ომს; წითელი — ადამიანების მიერ გაჩაღებულ ომს; შავი — შიმშილს; ფერმიხდილი — სიკვდილს.