დროული ნუგეში
დროული ნუგეში
ამ კრიტიკულ დროში მრავალ ადამიანს სჭირდება ნუგეშისცემა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საყვარელი ადამიანი უკვდებათ. ერთი ქალბატონი საშინლად დაამწუხრა დედის გარდაცვალებამ. მისი ტკივილი კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ამ ტრაგედიიდან სულ მალე ახალი უბედურება დაატყდა: მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა. მექსიკაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მან ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: «ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ მიღებამ დიდად მანუგეშა. მასში ჩაწერილი ძვირფასი ინფორმაცია ნამდვილად დროული იყო ჩემთვის. მადლობა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენისთვის და იმისათვის, რომ ასეთ დიდ ძალისხმევას ახმართ მსგავსი ბიბლიური პუბლიკაციებით ჩვენს უზრუნველყოფას».
ქალბატონი განსაკუთრებით ანუგეშა ბროშურაში ციტირებულმა ბიბლიურმა მუხლებმა. ერთ-ერთი ასეთი მუხლია 1 კორინთელთა 15:26, სადაც შემდეგი სიტყვები წერია: „ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია“. ამ 32-გვერდიანმა ბროშურამ შეიძლება თქვენც განუგეშოთ. შესაძლოა, ის თქვენს ნაცნობებსაც დაეხმაროს. ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ ისეთ საკითხებს აშუქებს, როგორიცაა: „როგორ შევეგუო ჩემს მწუხარებას?“, „როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება?“ და „მტკიცე იმედი მიცვალებულებისთვის“.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი...“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.