მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ჩვენი გასაოცარი შეგრძნებები მე 15 წლის ვარ. მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე, თქვენს ჟურნალებს ვკითხულობ. დიდი მადლობა სტატიათა სერიისთვის „ჩვენი გასაოცარი შეგრძნებები — აფასებთ მათ?“ (8 მარტი, 2003). ძალიან საინტერესო სტატიებია. დიდი მადლობა „გამოიღვიძეთ!“–ის თითოეული ნომრის გამოცემისთვის გაწეული გულმოდგინე მუშაობისა და კვლევისათვის! მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნომერს!
ჰ. ს. (შეერთებული შტატები).
ამ სტატიებმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ რა რთულად ვართ შექმნილნი. ძალიან გამაოცა იმის წაკითხვამ, რომ ადამიანის თითის წვერს სამ მიკრომეტრ სიმაღლეზე ამობურცული წერტილის აღქმაც კი შეუძლია. იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს თავის ქმნილებებზე, რადგან სხეულის ამ მცირე ნაწილსაც კი ასეთი დიდი ყურადღება დაუთმო.
ე. რ. (ავსტრალია).
ესპანელი თავდადებული მინდა მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა სტატიისთვის „კაცი, რომელმაც აირჩია ღვთისადმი მორჩილება“ (8 მარტი, 2003). ძალიან განვიცადე, როცა წავიკითხე, რომ ახალი მონათლული ქრისტიანი ანტონიო გარგალო, რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო, მოულოდნელად სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა. ის ღვთის ერთგული დარჩა. ამ შემთხვევიდან ნათლად დავინახე, თუ როგორი ძალებისა და შინაგანი სიმშვიდის მოცემა შეუძლია ღმერთს, როცა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევასრულოთ მისი ნება.
მ. ტ. (იტალია).
დიდი მადლობა ასეთი მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ამბის გამოქვეყნებისთვის. სტატიის კითხვისას თვალზე ცრემლი მომადგა. განსაკუთრებით შემძრა ანტონიო გარგალოს წერილმა, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედასა და დას მისწერა. გთხოვთ, კვლავაც გამოაქვეყნოთ სტატიები იმ ქრისტიანებზე, რომლებმაც სიკვდილის პირისპირ დგომისას იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნეს. ეს ძლიერ გვიმტკიცებს რწმენას.
რ. ო. (ნიგერია).
მიუტევებელი ცოდვა სიტყვები არ მყოფნის, რომ მადლიერება გამოვხატო იეჰოვასადმი და თქვენდამი სტატიისთვის „არსებობს მიუტევებელი ცოდვა?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 თებერვალი, 2003). დიდი ხანია, რაც ასეთ ინფორმაციას ვეძებ. ვცდილობდი ებრაელთა 10:26–ში ჩაწერილი სიტყვების გაგებას. ვფიქრობდი, რომ ამ მუხლში მოცემული სიტყვები ეხებოდა მხოლოდ 144 000–ის წევრებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდიან. დიდი მადლობა, რომ ამ საკითხს ნათელი მოჰფინეთ.
რ. ა. პ. (განა).
სირია დიდად მადლიერი ვარ უნიკალური სტატიისთვის „სირია — საინტერესო წარსულის ნაკვალევზე“ (8 თებერვალი, 2003). გატაცებული ვარ ისტორიითა და გეოგრაფიით, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თანდართულ რუკაზე ბიბლიურ მუხლებში ნახსენები გეოგრაფიული ადგილების ზუსტი მდებარეობის ნახვა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ გამოაქვეყნებთ ასეთი სახის სტატიებს.
მ. პ. (საფრანგეთი).
გადაწერა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „რა დაშავდება, რომ გადავიწერო?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 თებერვალი, 2003). ვსწავლობ უნივერსიტეტში. გადაწერა მე–5 კლასიდან დავიწყე. ყოველთვის მაინტერესებდა, სწორი იყო თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ კონკრეტულ პასუხს ვერ ვპოულობდი. ეს სტატია ნამდვილი განძია. გადავწყვიტე, აღარ გადავიწერო შემდეგ გამოცდაზე, რომლისთვისაც ახლა ვემზადები.
ს. ი. (უკრაინა).
ბავშვთა პროსტიტუცია დიდი მადლობა სტატიათა სერიისთვის „ბავშვთა პროსტიტუცია — მწარე სინამდვილე“ (8 თებერვალი, 2003). მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან მტკივნეულ საკითხს ეხებოდა, ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო, რომ იმედი ეძლევათ იმ ადამიანებს, ვინც ასეთი საშინელი ძალადობის მსხვერპლი გახდა. თქვენ მიერ მოყვანილი შემთხვევები წააგავს იმას, რაც პირადად გადავიტანე. აქედან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას დახმარებით, ამ სისტემაშიც კი შესაძლებელია ასეთი საშინელი ტრავმისგან მიყენებული ჭრილობების საგრძნობლად მოშუშება.
პ. რ. (გერმანია).