არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ქალები იმსახურებენ პატივისცემას“

„ქალები იმსახურებენ პატივისცემას“

„ქალები იმსახურებენ პატივისცემას“

ინდოეთის ერთ-ერთ კოლეჯში მოეწყო ორატორული ხელოვნების კონკურსი, რომელშიც ერთი 17 წლის გოგონაც მონაწილეობდა. მან გადაწყვიტა, მოხსენებისთვის საფუძვლად დაედო სტატიათა სერია სახელწოდებით — „ქალები იმსახურებენ პატივისცემას“, 1992 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-იდან (ინგლ.).

მოხსენების სათაური ასეთი იყო: „ავლენენ დღეს ქალებისადმი პატივისცემას?“ რა შედეგი მოჰყვა მის გამოსვლას? «კონკურსში პირველი ადგილი ავიღე, — ამბობს ის. — უსაზღვროდ მადლიერი ვარ „გამოიღვიძეთ!“-ის, რადგან ყოველთვის გვაწვდის ჩვენთვის მეტად საჭირო და უახლეს ინფორმაციას საინტერესო თემებზე. ის აგრეთვე საუკეთესოდ გვეხმარება წუთისოფლის ზეგავლენასთან გამკლავებაში».

თქვენ თუ მოგეწონათ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი? ჟურნალი გამოიცემა არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. ის ღრმად იკვლევს დღევანდელ მოვლენებს და მიუთითებს მათ ნამდვილ არსზე. „გამოიღვიძეთ!“-ი ყოველთვე გამოდის ქართულ ენაზე. არ გამოტოვოთ შემდეგი ნომერი!