არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე

წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე

წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე

რამდენადაც დღეს მრავალი ახალგაზრდა მოდას არის აყოლილი და ულაზათოდ და ექსტრავაგანტურად იცვამს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ზოგი მაინც მოკრძალებულ ჩაცმულობას არჩევს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის, ყირგიზეთის, ქალაქ ბალიქჩიში რამდენიმე ახალგაზრდამ გადაწყვიტა, გადაეღოთ სურათი, რისთვისაც იმ ახალგაზრდების მსგავსად გამოეწყვნენ, რომლებიც წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ გარეკანზე არიან გამოსახულნი. მათ პროფესიონალ ფოტოგრაფს მიაკითხეს და სთხოვეს, რომ წიგნის გარეკანზე გამოსახული სურათის მსგავსი ფოტო გადაეღო. ამ სურათს აქვე ხედავთ.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა ფოტოგრაფ ქალს სწორედ ეს წიგნი დაუტოვეს. მას მაშინვე განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენია, რადგან ბიბლიის არ სწამდა. მაგრამ როცა ახალგაზრდები რამდენიმე დღეში სურათის გამოსატანად დაბრუნდნენ, მან აღნიშნა, რომ მსგავსი წიგნი არასდროს წაეკითხა. როგორც ამ ქალბატონმა თქვა, მას ვერ წარმოედგინა, რომ ბიბლიაში ასეთი სასარგებლო რჩევები შეიძლებოდა ყოფილიყო. მან უფრო მეტის გაგება მოისურვა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, რომელიც გამიზნულია იმისათვის, რომ ახალგაზრდებს პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გაგზავნეთ მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.