არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტეს სიცოცხლე ძვირფასი ძღვენი

იესო ქრისტეს სიცოცხლე ძვირფასი ძღვენი

იესო ქრისტეს სიცოცხლე ძვირფასი ძღვენი

დაახლოებით 2 000 წლის წინათ კაცობრიობას ღმერთმა უდიდესი ძღვენი უბოძა თავისი ძის, იესო ქრისტეს, სიცოცხლის სახით. ამის საფუძველზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა გვეძლევა (იოანე 3:16). ბევრი აფასებს ამას და მეგობრებსა და ნათესავებს ჩუქნის წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. წიგნში ოთხი სახარების მიხედვით იესო ქრისტეს ცხოვრებაა აღწერილი.

არც ისე დიდ ხნის წინ ერთმა მამაკაცმა გვიამბო, რომ ამ წიგნს მათ აძლევს, ვისგანაც მისალოც საშობაო ბარათებს ღებულობს. ის მოკლედ სწერს მათ, თუ რატომ აღარ აღნიშნავს შობას და თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ენციკლოპედიას, ლექსიკონსა და ბიბლიას იყენებს. წერილს კი თან ურთავს წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.

ამ მამაკაცის თქმით, მან მიიღო ორი გამამხნევებელი საპასუხო წერილი უნივერსიტეტის პროფესორებისგან. ერთ-ერთ წერილში ნათქვამი იყო: «ახლახან მივიღეთ თქვენი მშვენიერი საჩუქარი, წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ძალიან ნასიამოვნები დავრჩით. მასში ბევრი რამ მოგვეწონა. მიღებულ ინფორმაციას უკვე ვიყენებთ ცხოვრებაში».

წიგნში აღწერილია იესოს საუბრები ხალხთან, ასევე მისი თვალსაჩინო მაგალითები და სასწაულები. შეძლებისდაგვარად, ყველაფერი იმ თანამიმდევრობითაა აღწერილი, როგორც სინამდვილეში მოხდა. წიგნში მშვენიერი, საგულდაგულოდ გამოკვლეული ილუსტრაციებია, რომლებშიც იესოსა და მისი თანამედროვეების გრძნობებია ასახული.

თუ გსურთ, მიიღოთ ეს 448-გვერდიანი წიგნი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.