არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცენარეები სამედიცინო პრეპარატების ძირითადი კომპონენტები

მცენარეები სამედიცინო პრეპარატების ძირითადი კომპონენტები

მცენარეები სამედიცინო პრეპარატების ძირითადი კომპონენტები

სპეციალისტების შეფასების თანახმად, თანამედროვე ფარმაცევტული პრეპარატების მეოთხედი, რომლებსაც ხალხი ენდობა, სრულიად ან ნაწილობრივ მცენარეებში არსებული ქიმიური ნივთიერებებისგან იწარმოება. ამის შესახებ ხშირად საუბრობენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გამოყენების მომხრეები.

გამოკვლევათა უმეტესობა, რომლებიც სამედიცინო პრეპარატებში გამოყენებულ მცენარეებზე ტარდება, მათგან აქტიური ნივთიერებების მიღებისკენ არის მიმართული. ამის კარგი მაგალითია ასპირინი, რომელიც სალიცილისგან მიიღება. სალიცილი კი თეთრი ტირიფის ქერქში მოიპოვება.

მცენარიდან აქტიური ნივთიერებების მიღების შემდეგ ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ წამლის ზუსტი დოზა. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ერთი და იმავე შედეგისთვის ასპირინის ტაბლეტის გადაყლაპვა უფრო ადვილია, ვიდრე ტირიფის ქერქის მასის ან ფუტკარას ნატურალური სახით მიღება“.

მეორე მხრივ, მცენარისგან აქტიური ნივთიერებების გამოყოფას შესაძლოა უარყოფითი მხარეები ჰქონდეს. მაგალითად, გამოუყენებელი რჩება მცენარის კვებითი ღირებულება და სხვა სამკურნალო თვისებები. გარდა ამისა, დაავადების გამომწვევი ზოგი მიკროორგანიზმი რეზისტენტული ხდება მათ წინააღმდეგ გათვალისწინებული პრეპარატების მიმართ.

ქინაქინის ხის ქერქისგან მიღებული ქინაქინის მაგალითიდან ჩანს, რომ სამკურნალო მცენარეებიდან აქტიური ნივთიერებების მიღებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. თუმცა ქინაქინი სპობს მალარიის გამომწვევ უამრავ პარაზიტს, გადარჩენილები სწრაფად მრავლდებიან. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ასეთი რეზისტენტობა უმთავრესი პრობლემა გახდა მედიცინაში“.

[სურათები 15 გვერდზე]

ამ თეთრი ტირიფისგან ასპირინს იღებენ.

[საავტორო უფლება]

USDA-NRCS PLANTS Database/Herman, D.E. et al. 1996. North Dakota tree handbook

[სურათები 15 გვერდზე]

ქინაქინის ხე, რომლისგანაც ქინაქინი მიიღება.

[საავტორო უფლება]

Courtesy of Satoru Yoshimoto