იცით თუ არა?
იცით თუ არა?
(ბიბლიური ვიქტორინის პასუხების პოვნა შესაძლებელია თანდართულ ბიბლიურ მუხლებში, ხოლო პასუხების სრული სია მოცემულია ამავე გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ინგლისურ ენაზე).
1. სად გაგზავნა იესომ ბრმა კაცი, რომ თვალები მოებანა და მხედველობა დაბრუნებოდა? (იოანე 9:7).
2. საიდან გადმოვარდნისკენ უბიძგებდა სატანა იესოს იმ იმედით, რომ ანგელოზები გადაარჩენდნენ? (მათე 4:5, 6).
3. რატომ ევედრებოდა იესოს ხალხი, რომ უფლება მიეცა „მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ“? (მათე 14:35, 36).
4. რას იყენებდნენ ძველად არა მარტო ტანსაცმლის, არამედ ისეთი ნივთიერებების გასაწმენდად, როგორიცაა ტყვია და ვერცხლი? (ესაია 1:25, სსგ).
5. რა სახელები უწოდეს რებეკას პირმშოს და რატომ? (დაბადება 25:25, 30, სსგ).
6. რის მიხედვით აირჩია იეჰოვამ 12 მზვერავი, რომლებიც ქანაანის დასაზვერად გაგზავნა? (რიცხვნი 13:3).
7. რომელი ქვეყნიდან მისწერა პავლემ ებრაელებს წერილი? (ებრაელთა 13:24).
8. ებრაული კალენდრის მიხედვით, რომელ თვეში დაასრულა სოლომონმა ტაძრის მშენებლობა? (3 მეფეთა 6:38).
9. ვინ იყო ის ორი მამაკაცი, რომელთაც მოსეს ხელები მანამდე ეჭირათ, სანამ იეჰოვამ ისრაელებს ყამალეკზე არ გაამარჯვებინა? (გამოსვლა 17:12).
10. რომელი მწერი იქცევს ყურადღებას შრომისმოყვარეობითა და ინსტინქტური სიბრძნით? (იგავები 6:6).
11. ნაცვლად იმისა, რომ ნინევეში წასულიყო, როგორც იეჰოვამ უბრძანა, სად აპირებდა იონა გაქცევას? (იონა 1:2, 3).
12. სად გააკეთა მოსემ კარავი? (1 ნეშტთა 21:29).
13. როგორ ირჩენდნენ თავს ლევიანები, მაშინ როცა სამკვიდრო არ გააჩნდათ? (რიცხვნი 18:21).
14. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სად ეჩვენა იესო კლეოპასა და მასთან მყოფ მოწაფეს? (ლუკა 24:13).
15. ვინ დანიშნა იეჰოვამ კარვის მშენებლობის დროს მთავარ ხელოსნებად? (გამოსვლა 31:1—11).
16. რას უწოდებდა პავლე ხშირად მათ, ვინც მასთან ერთად მსახურობდა? (ფილიპელთა 4:3).
17. რატომ უბრძანა იეჰოვამ ისრაელებს, რომ სამოსლის კიდეებზე ფოჩები გაეკეთებინათ და შიგ ცისფერი ძაფი ჩაეყოლებინათ? (რიცხვნი 15:37—40).
18. რომელი ხისგან გააკეთეს ორი ქერუბიმი და წმიდათა წმიდაში შესასვლელი? (3 მეფეთა 6:23, 31).
19. ზაქარიას ჩანაწერის მიხედვით, რა თქვა იეჰოვამ იმის საჩვენებლად, თუ რას გრძნობს, როცა მის ხალხს ჩაგრავენ? (ზაქარია 2:8).
20. ვინ იყო იზებელის მამა? (3 მეფეთა 16:31).
21. რატომ ცდილობდა პილატე იესოს გათავისუფლებას? (ლუკა 23:4).
ვიქტორინის პასუხები
1. სილოამის აუზში.
2. ტაძრის ქიმიდან.
3. მათ განკურნება სურდათ.
4. ტუტე (ნატრიუმის კარბონატი ან კალიუმის კარბონატი).
5. „ესავი“ — იმიტომ, რომ არაჩვეულებრივად თმიანი დაიბადა, და „ედომი“ — წითელი შეჭამადის გამო, რომელშიც თავისი პირმშოობა გაცვალა.
6. უნდა შეერჩიათ „თითო კაცი თავისი მამის ტომიდან . . . ყოველი მთავარი მათ შორის“.
7. იტალიიდან.
8. ბულის თვეში, ებრაული კალენდრის მიხედვით მერვე თვე.
9. აარონი და ხური.
10. ჭიანჭველა.
11. თარშიშში.
12. უდაბნოში.
13. ისრაელის სხვა ტომები აძლევდნენ მათ ყველაფრის მეათედს, იქნებოდა ეს მიწის ნაყოფი თუ პირუტყვი.
14. ემაუსის გზაზე.
15. ბეცალელი და აჰოლიაბი.
16. „ჩემს ერთგულ თანამშრომელს“.
17. რათა ხსომებოდათ, რომ ისინი იეჰოვას წმიდა ხალხი იყვნენ და დაეცვათ მისი მცნებები.
18. ზეთისხილის ხისგან.
19. «თქვენი შემხებარე მისი [„ჩემი“, აქ] თვალის გუგის შემხებარია».
20. ეთბაყალი, ციდონელთა მეფე.
21. ვერავითარი დანაშაული ვერ უპოვა.