‘მან ღვთის სახელის შესახებ ეჭვები გამიფანტა’
‘მან ღვთის სახელის შესახებ ეჭვები გამიფანტა’
ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ერთმა მამაკაცმა სან-დიეგოდან (კალიფორნია, აშშ) ზემოხსენებული სიტყვები მისწერა შეერთებულ შტატებში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს. მან თქვა: «თუმცა თქვენი ორგანიზაციის წევრი არა ვარ, სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლიტერატურას. ამ წერილით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. სამი დღის წინ ჩემი ყურადღება ნაგავსაყრელზე გადაგდებულმა ბროშურამ მიიპყრო. თუმცა სველი იყო, მაინც ავიღე. მისი სათაური იყო: „ღვთის მარადიული სახელი“. გაშრობის შემდეგ ბროშურა ყურადღებით წავიკითხე.
აქამდე ასე არც ერთი პუბლიკაცია არ მომწონებია. არ ვიცოდი, თუ მსგავსი რამ არსებობდა. მან ღვთის სახელის შესახებ ეჭვები გამიფანტა. ხშირად ვიყენებ ამ ძველ ბროშურას, რომ ჩემს მეგობრებს, რომელთაც ღმერთი სწამთ, ღვთის სახელის შესახებ ვესაუბრო. საუბარს შემდეგი კითხვით ვიწყებ: „რა ჰქვია ღმერთს?“. მაგრამ ისინი ვერ მპასუხობენ! შემდეგ ღვთის სახელს ბროშურაში ვუჩვენებ ხოლმე. გთხოვთ გამომიგზავნოთ ამ ბროშურის სამი ახალი ეგზემპლარი ესპანურ ენაზე».
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს 32-გვერდიანი ბროშურა „ღვთის მარადიული სახელი“, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამავე ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „ღვთის მარადიული სახელი“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.