რატომ ვენდობი ბიბლიას? მეცნიერი ბირთვული ფიზიკის დარგში თავის ისტორიას გვიამბობს
რატომ ვენდობი ბიბლიას? მეცნიერი ბირთვული ფიზიკის დარგში თავის ისტორიას გვიამბობს
მოგვითხრო ოლტონ უილიამზმა
ჩემს ცხოვრებაში 1978 წელს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. სექტემბერში სამეცნიერო ხარისხი მივიღე ბირთვული ფიზიკის დარგში, დეკემბერში კი თავი მივუძღვენი ღმერთს და იეჰოვას მოწმე გავხდი.
ადამიანების გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა იგებენ, რომ მეცნიერი ვარ და, ამასთანავე, იეჰოვას მოწმე; ხშირად მეკითხებიან: როგორ ვუთავსებ ერთმანეთს მეცნიერულ ცოდნასა და ბიბლიისადმი რწმენას? ვაღიარებ: წლების განმავლობაში მეც ვფიქრობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბიბლია ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს. როგორ მივედი ამ დასკვნამდე? ნება მიბოძეთ, პირველად იმის შესახებ მოგითხროთ, თუ როგორ გავხდი მეცნიერი.
ცხრამეტწლიანი პროექტი
დავიბადე 1953 წელს ქალაქ ჯექსონში (მისისიპის შტატი, აშშ). ჩემს მშობლებს 11 შვილი ჰყავდათ, მე მესამე ვიყავი. ჩვენ ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით. ხშირად იძულებული ვიყავით, ერთი სახლიდან მეორეში გადავსულიყავით, რადგან მშობლები ქირას ვერ იხდიდნენ. უმეტესწილად მთავრობისგან დახმარების სახით მიღებული პროდუქტებით ვირჩენდით თავს, ნახმარ ტანსაცმელს კი ისინი გვაძლევდნენ, რომელთა ოფისებსა და სახლებსაც დედა ალაგებდა.
მშობლები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება კარგი განათლების მიღება იყო. ამიტომ, ჯერ კიდევ ბავშვობისას დავისახე მიზნად, რომ უმაღლესი სასწავლებელი დამემთავრებინა. სწავლა ექვსი წლისამ დავიწყე და 19 წლის განმავლობაში არ გამიწყვეტია. მომწონდა საბუნებისმეტყველო საგნები და მათემატიკა. ამიტომ, უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე გადავწყვიტე, მეცნიერი გავმხდარიყავი.
სტუდენტობის პერიოდში გავიცანი ახალგაზრდა ქალი, სახელად დელი. ერთმა პროფესორმა ის ჩემთან გამოგზავნა, რადგან დახმარება სჭირდებოდა სამეცნიერო თემასთან დაკავშირებით, რომელსაც იკვლევდა. მალე ჩვენი საუბრები სამეცნიერო თემების საზღვრებს გასცდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. 1974 წლის 10 იანვარს ხელი მოვაწერეთ, რისთვისაც ლექციებს შორის ორსაათიანი ინტერვალი გამოვიყენეთ. ოთხი წლის შემდეგ, 1978 წელს, როგორც იქნა მივიღე დოქტორის ხარისხი.
მივაღწიე იმას, რაც, ჩემი აზრით, წარმატების საწინდარი იყო. გავხდი მეცნიერი და თანაც ბირთვული ფიზიკის დარგში! დადგა დრო, მრავალწლიანი სწავლის ნაყოფი მომემკა. ძალიან მინდოდა, რომ სამეცნიერო სფეროში ჩემი სახელი დამემკვიდრებინა. ამასთანავე, ახლა შემეძლო იმ მომგებიანი წინადადებებიდან ამერჩია სამუშაო, რომლებსაც კერძო ფირმები და სახელმწიფო დაწესებულებები მთავაზობდნენ.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ, 1978 წლის 30 დეკემბერს გადავდგი ნაბიჯი, რომელმაც უფრო დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და მომავალზე, ვიდრე ახლად მიღებულმა დოქტორის ხარისხმა. ამ დღეს იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. რამ მიბიძგა ამისკენ?
წიგნმა ინტერესი გამიღვიძა
1977 წლის ბოლოს, როდესაც ჯერ კიდევ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ამჰერსტში, იეჰოვას მოწმე ორმა ქალბატონმა ჩვენს კარზე დააკაკუნა. შინ მარტო ჩემი მეუღლე იყო ბავშვებთან, სამი წლის ვაჟთან და ახალშობილ გოგონასთან, ერთად. დელმა მოწმეები შეიპატიჟა. სასიამოვნო საუბრის შემდეგ ის დათანხმდა, რომ მოწმეები კვირაში ერთხელ მოსულიყვნენ და მასთან ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინათ.
მეუღლემ როცა ამ საუბრის შესახებ მითხრა, მაშინვე შევეწინააღმდეგე. რომელიმე რელიგიის წევრად გახდომას არ ვუკრძალავდი, მაგრამ არ მინდოდა იეჰოვას მოწმე გამხდარიყო! სინამდვილეში, მოწმეებზე ბევრი არაფერი ვიცოდი და მათზე წინასწარ შექმნილი აზრი მქონდა; ვფიქრობდი, რომ ისინი უცნაური ადამიანები იყვნენ და ბიბლიას ხალხის მოსატყუებლად იყენებდნენ. ამიტომ, მეუღლის „გადასარჩენად“ გადავწყვიტე, ჩემი მეცნიერული ცოდნით გამომეჭირა მოწმეები და მათი სწავლებები გამებათილებინა.
ერთ კვირას უნივერსიტეტში კვლევითი სამუშაო შევწყვიტე, რათა სახლში ადრე დავბრუნებულიყავი და დავსწრებოდი ბიბლიის შესწავლას, რომელსაც ჩემს ცოლთან ატარებდნენ მოწმეები. თუმცა, სახლში უფრო გვიან მივედი, ვიდრე ვგეგმავდი და ქალბატონი, რომელიც შესწავლას ატარებდა, უკვე წასვლას აპირებდა. მან დამიტოვა წიგნი: „ევოლუციის შედეგად განვითარდა ადამიანი თუ შეიქმნა?“ *. გარდა ამისა, მან მეუღლეს უთხრა, რომ შემდეგი შესწავლისას განიხილავდნენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რომელიც 1914 წლის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებდა. ზუსტად ასეთ შესაძლებლობას ველოდი! მოწმეს ვუთხარი, რომ შემდეგი შესწავლისთვის სახლში ვიქნებოდი. მინდოდა მათემატიკური სიზუსტით შემემოწმებინა, რასაც ის 1914 წელთან დაკავშირებით იტყოდა.
მოწმის მიერ დატოვებული წიგნის კითხვა იმავე საღამოს დავიწყე. სიმართლე გითხრათ, შინაარსმა გამაოგნა. თხრობა ლოგიკური იყო და ევოლუციასთან დაკავშირებული მრავალი მეცნიერული ფაქტი ირჩეოდა. ჩემდა გასაოცრად, შევიტყვე, რომ ბიბლიაში უფრო მეტი ზუსტი ინფორმაცია იყო შემოქმედებასთან დაკავშირებით, ვიდრე მეგონა. წიგნი რამდენიმე დღეში წავიკითხე და იძულებული გავხდი, მეღიარებინა, რომ ის, რასაც ბიბლია შემოქმედებაზე ამბობს, არ ეწინააღმდეგება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებულ მეცნიერულ ფაქტებს.
ვეძებ შეუთავსებლობებს
მიუხედავად ამისა, მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მოწმეების სწავლებების მიმართ და 1914 წელთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებების მათემატიკურად გამოკვლევა გადავწყვიტე. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა დააფრთხობდა მოწმეებს და ვიმედოვნებდი, რომ მეუღლეს იეჰოვას მოწმეების სწავლებებში შეცდომებს დავანახვებდი.
მომდევნო კვირას ეს ქალბატონი ერთ მამაკაცთან ერთად მოვიდა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში უხუცესად მსახურობდა. ბიბლიის შესწავლა უხუცესმა ჩაატარა. მან განიხილა ბიბლიური წიგნის „დანიელის“ მე–4 და მე–9 თავებში მოცემული წინასწარმეტყველებები იესოს, როგორც მესიისა და მეფის, გამოჩენაზე. მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, რომ მათემატიკური უზუსტობა მეპოვა განხილვაში, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. პირიქით, კვლავ გამაოცა ბიბლიის ლოგიკურობამ.
ამ დრომდე მეგონა, რომ ღვთისადმი რწმენა ემოციებზე უფრო იყო დაფუძნებული, ვიდრე საღ აზრზე. თურმე ძალიან ვცდებოდი! მოწმეებს მადლობა გადავუხადე შინაარსიანი მსჯელობისთვის და ვუთხარი, რომ შესწავლას კვლავაც დავესწრებოდი. აქედან მოყოლებული უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ბიბლიასაც ვსწავლობდი ცოლთან ერთად მოწმეების დახმარებით. გარდა ამისა, ორივემ დავიწყეთ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრება, რომლებიც სამეფო დარბაზში ტარდებოდა.
რამდენიმე თვეში ბევრი ჩემთვის ახალი ბიბლიური ჭეშმარიტება გავიგე და მალე მოწმეებთან ერთად კარდაკარ დავიწყე ქადაგება. მაშინ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობასაც ვამთავრებდი და დროის უმეტესი ნაწილი მას მიჰქონდა. დისერტაცია 1978 წლის ზაფხულში დავიცავი და საცხოვრებლად გადავედით ალაბამას შტატში, სადაც ჰანტსვილში ალაბამას აგრარულ–ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკა უნდა მესწავლებინა. ჩვენ სასწრაფოდ დავუკავშირდით ადგილობრივ მოწმეებს და ერთ უხუცესსა და მის ცოლთან ერთად ბიბლიის შესწავლა განვაგრძეთ. რამდენიმე თვეში მე და ჩემი მეუღლე ერთ დღეს მოვინათლეთ.
აქტიური მეცნიერულ მოღვაწეობასა და მსახურებაში
მეცნიერად ყოფნა არანაირად არ მიშლიდა ხელს, რომ იეჰოვას მოწმე ვყოფილიყავი. 1983 წელს ასტროფიზიკოსად დავიწყე მუშაობა ნასა–ში (აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია), ჰანტსვილში არსებულ ჯორჯ მარშალის სახელობის კოსმოსურ ცენტრში *. ვმონაწილეობდი რენტგენული ტელესკოპის მომზადების პროგრამის ექსპერიმენტულ და თეორიულ ნაწილებში (1999 წელს ეს ტელესკოპი — რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრა“ — წარმატებით იყო ორბიტაზე გატანილი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდით „კოლუმბია“). სიამოვნებით ვმუშაობდი ამ პროექტზე, რომლის დროსაც ვიკვლევდით სხვადასხვა ვარსკვლავისა და გალაქტიკების რენტგენულ გამოსხივებას იმ მიზნით, რომ უკეთ ჩავწვდომოდით კოსმოსს.
ჩემი სამუშაო ორმაგად სასიამოვნო ესაია 40:26). რაც უფრო მეტად ‘აღვაპყრობდი თვალებს მაღლა’ უკიდეგანო სივრცისთვის თვალის შესავლებად და სამყაროს სირთულისა და სილამაზის დასანახად, მით უფრო აღტაცებაში მოვდიოდი დიდებული შემოქმედის გონიერებით, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა და კანონებიც დაადგინა, რომ მის ქმნილებებს შერწყმულად და ჰარმონიულად ემოქმედათ.
იყო: გარდა იმისა, რომ რთული მეცნიერული პრობლემების გადაწყვეტაზე ვმუშაობდი, უფრო მეტად მოვყავდი აღტაცებაში შემოქმედის ძალასა და სიბრძნეს. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იეჰოვას სიტყვებმა, რომლებიც ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველის, ესაიას, პირით თქვა: «მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის [„მან“, სსგ], ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება» (ამ დროის განმავლობაში რენტგენული ასტროფიზიკის დარგში ჩემ მიერ წარმოებულ გამოკვლევებზე ახალ მასალებს ვაქვეყნებდი სამეცნიერო ჟურნალებში. ამასთანავე, ქრისტიანული კრების საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ვმსახურობდი უხუცესად და ყოველთვე დაახლოებით 20 საათს ვუთმობდი სამქადაგებლო მსახურებას. ჩემი მეუღლე კი სრული დროით მონაწილეობდა ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ნასა–ში დაახლოებით ოთხი წლის მუშაობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უფრო მეტი დრო უნდა დამეთმო სხვებისთვის არაჩვეულებრივი ბიბლიური ჭეშმარიტების სასწავლებლად. მაგრამ როგორ შევძლებდი ამის გაკეთებას? ამ საკითხის მეუღლესთან განხილვისა და იეჰოვასადმი ლოცვით მიმართვის შემდეგ, მივხვდი, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ნასა–ში ჩემს უშუალო უფროსთან მივედი და ვუთხარი, რომ მინდოდა კვირაში ხუთი დღის მაგივრად ოთხი დღე მემუშავა. რა თქმა უნდა, დაბალ ანაზღაურებაზეც თანახმა ვიყავი. ავუხსენი, რომ მინდოდა დარჩენილი სამი დღე ღვთის მსახურებისთვის დამეთმო. ჩემი უფროსი დამთანხმდა, თუმცა ასეთი პრეცედენტი ნასა–ში ჯერ არ ყოფილა. ამასთანავე, მან მითხრა, რომ საჭირო იყო, მის უფროსთანაც მესაუბრა და ასეც მოვიქეცი. გამიხარდა, როცა ჩემდა გასაოცრად, მისი უფროსიც დამთანხმდა. ასე რომ, 1987 წლის სექტემბერში დავიწყე სრული დროით მსახურება და თვეში დაახლოებით 90 საათს ვუთმობდი კარდაკარ თუ სხვა სახის სამქადაგებლო მსახურებას.
მოგვიანებით ტელეფონით დამიკავშირდა ჰანტსვილში ალაბამას აგრარულ–ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირი. მან შემომთავაზა, რომ ფიზიკის კათედრაზე ლექციები წამეკითხა. ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ საშუალება მექნებოდა, დროის უმეტესი ნაწილი ღვთის მსახურებისთვის დამეთმო. დავარწმუნე, რომ მსახურებაში ჩემი აქტიური მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა ლექციების ხარისხზე. ის დამთანხმდა. დღეს უნივერსიტეტშიც ვასწავლი და სრული დროითაც ვმსახურობ. იმდენი დრო მრჩება, რომ ესპანურსაც ვსწავლობ. ამჟამად მეუღლესთან ერთად ვმსახურობ იეჰოვას მოწმეთა ჰანტსვილის ესპანურენოვან კრებაში.
მეცნიერება და რწმენა
ჩემი მეცნიერული მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში არასდროს შევხვედრივარ დამტკიცებულ მეცნიერულ ფაქტებსა და ბიბლიის სწავლებებს შორის წინააღმდეგობას. მოჩვენებითი წინააღმდეგობების მიზეზი ხშირად არის მეცნიერების შეზღუდული ცოდნა ან იმის არცოდნა, თუ *.
რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში. მაგალითად, ზოგი მეცნიერი და სხვები შეცდომით ფიქრობენ, რომ ბიბლიის მიხედვით, მცენარეულობის, ცხოველებისა და ადამიანების შექმნა დედამიწაზე ექვსი დღე–ღამის განმავლობაში მოხდა. ეს ეწინააღმდეგება აღიარებულ მეცნიერულ ფაქტებს. მაგრამ არც ბიბლია ასწავლის ამას. სინამდვილეში, ბიბლიიდან ჩანს, რომ შემოქმედებითი „დღეები“ ათასობით წელი გრძელდებოდაგაუგებრობას მცდარი შეხედულებაც იწვევს: ვითომდა ღვთისადმი რწმენა მხოლოდ ემოციებზეა დაფუძნებული. პირიქით, ღვთისადმი რწმენა და ბიბლიისადმი ნდობა დაფუძნებულია ფაქტებზე, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელია. ბიბლიის განმარტებით „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება [დამაჯერებელი მტკიცება] იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). დიახ, რწმენა დაფუძნებულია მტკიცებულებებზე. ასობით წინასწარმეტყველება შესრულდა წარსულში და ჩვენს დღეებშიც სრულდება. ამიტომ, თვით იმ მეცნიერული მეთოდების გამოყენებითაც კი, რომლებსაც მეცნიერები თეორიების დასამტკიცებლად მიმართავენ, შეგვიძლია სრულად დავრწმუნდეთ მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებების საიმედოობაში.
ერთ–ერთ ასეთ წინასწარმეტყველებაში მოცემულია დანაპირები, რომ ახლო მომავალში დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებას შევძლებთ. აღარ იარსებებს სიბერე, დაავადებები, სიკვდილი, ომები და უსამართლობა, რითაც ადამიანები ასე იტანჯებიან (გამოცხადება 21:3, 4). მაშინ საკმარისი დრო გვექნება, რომ დაწვრილებით შევისწავლოთ იეჰოვა ღმერთის სასწაულებრივი ქმნილებები და ჩავწვდეთ იმ კანონებს, რომლებიც მან შიშისა და მოწიწების შთამნერგავ მატერიალურ სამყაროს დაუდგინა.
მადლობელი ვარ იეჰოვა ღმერთის, რომ მაპოვნინა ნამდვილი ბედნიერების წყარო — შესანიშნავი ჭეშმარიტება, რომელიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია. ვლოცულობ, რომ სხვა ადამიანებმაც, მათ შორის მეცნიერებმაც, იპოვონ ეს ძვირფასი განძი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.
^ აბზ. 22 ნასა აშშ–ის სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.
^ აბზ. 30 წიგნიდან „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ იხილეთ მეექვსე თავი: „შემოქმედების უძველესი მატიანე — სანდოა ის?“; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 21 გვერდზე]
მეგონა, რომ ღვთისადმი რწმენა ემოციებზე უფრო იყო დაფუძნებული, ვიდრე საღ აზრზე.
[ჩანართი 22 გვერდზე]
არასდროს შევხვედრივარ დამტკიცებულ მეცნიერულ ფაქტებსა და ბიბლიის სწავლებებს შორის წინააღმდეგობას.
[სურათი 21 გვერდზე]
ოჯახს არასრულგანაკვეთიანი სამუშაოთი ვინახავ.
[სურათები 23 გვერდზე]
ნასა–ს რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრა“ ორბიტაზე და ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაში შავი ხვრელის რენტგენული გამოსახულება.
[საავტორო უფლებები]
NASA Photo
NASA/CfA/J. McClintock et al.
[სურათი 23 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე სიხარულით ვმსახურობთ სრული დროით.