არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველეს ნაგებობებში შემორჩენილი ღვთის სახელი

უძველეს ნაგებობებში შემორჩენილი ღვთის სახელი

უძველეს ნაგებობებში შემორჩენილი ღვთის სახელი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სლოვენიიდან

საუკუნეების განმავლობაში ეკლესია-მონასტრებს ევროპაში შემაღლებულ ადგილებზე აგებდნენ. ამ უძველეს შენობათა სტილი სხვადასხვანაირია: დაწყებული შუა საუკუნეების რომანულიდან — რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო სქელი კედლები და მასიური მორკალული თაღები — და დამთავრებული შემდგომი საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მორთულ-მოკაზმული ბაროკოთი. საინტერესო ისაა, რომ ამ ნაგებობათა უმეტესობის შიდა ფასადზე შესაძლებელია ტეტრაგრამატონის, ანუ ოთხი ებრაული ასოსგან შედგენილი ღვთის სახელის, ნახვა.

ავიღოთ, მაგალითად, სტიჩნის სააბატო, რომელიც უძველესი ცისტერციანული (ბენედიქტიანელების შტოს ბერთა ორდენი) მონასტერია სლოვენიაში. ის აგებულია 1135 წელს, საფრანგეთში ცისტერციანული ორდენის დაარსებიდან სულ რაღაც 40 წლის შემდეგ. თუმცა რამდენჯერმე მოხდა სააბატოს რეკონსტრუქცია და მოგვიანებით ბაროკოს ელემენტებიც დაუმატეს, რომანული სტილის პირველსახე მას მაინც არ დაუკარგავს. ინტერიერი სხვადასხვანაირად არის მოხატული და მოქანდაკებული. ერთ მხარეს საკურთხეველი შემკულია ტეტრაგრამატონით, რომელიც ოქროს დიდი ასოებითაა გაკეთებული და ვერცხლის გვირგვინშია ჩასმული.

ქალაქი სლოვენი გრადეცი წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნეშია მოხსენიებული. 1419 წელს აქ ააგეს გოტიკური სტილის ეკლესია საავადმყოფოთი. ნაგებობის მთელი შიდა კედელი უკავია XV საუკუნეში შესრულებულ ფრესკას, რომელზეც 27 ბიბლიური ეპიზოდია ასახული — ლაზარეს მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე. ამავე შენობის სხვა ნაწილში, ოქროთი დაფერილ ფონზე ებრაული ასოებით ამოტვიფრულია ღვთის სახელი.

სლოვენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი რადოვლიცა. პატარა დასახლებაში, რომელსაც XV საუკუნეში კედლები და თხრილი შემოავლეს, იყო ციხე-კოშკი, ეკლესია და სხვა ნაგებობები. ეკლესიის ერთ-ერთ საკურთხეველზე მიმაგრებულ ოქროს დაფაზე გამოსახულია ტეტრაგრამატონი.

სოფელ პოდჩეტრტეკასთან ახლოს დგას XVII საუკუნეში აგებული უძველესი მონასტერი. თუ მას ყურადღებით დაათვალიერებთ შიგნიდან, ერთ-ერთ ფრესკაზე აღმოაჩენთ ღვთის სახელს.

ტეტრაგრამატონის ნახვა სლოვენიის ბევრ სხვა უძველეს ნაგებობაშიც შეიძლება. ასე რომ, ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო გარდასული დროის ოსტატთა ნახელავით აღფრთოვანდნენ, არამედ ისიც გაიგონ, რომ წარსულში ხალხმა იცოდა ღვთის სახელი.

[სურათი 31 გვერდზე]

სტიჩნის მონასტრის გვერდითა საკურთხეველი.

[სურათი 31 გვერდზე]

სულიწმიდის ეკლესია სლოვენი გრადეცში.

[საავტორო უფლება]

Slovenj Gradec - Cerkev Sv. Duha, Slovenija