მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ქალაქები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით მომწონს სტატიები სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებზე. დიდი აღფრთოვანებით წავიკითხე სტატიები ესპანეთის ქალაქებზე. ასევე ძალიან გამახარა სტატიამ «სანკტ-პეტერბურგი — რუსეთის „ფანჯარა ევროპაში“» (8 სექტემბერი, 2003). დიდი სურვილი მაქვს ვეწვიო ამ ლამაზ ქალაქს და ვნახო მისი ღირსშესანიშნავი ადგილები და თეთრი ღამეები. ამ სტატიის წყალობით, შესაძლებლობა მომეცა „ვწვეოდი“ პეტერბურგს.
ო. ა. ვ. (რუსეთი).
მკითხველთა წერილები ძალიან მიყვარს რუბრიკის „მკითხველთა წერილების“კითხვა. ზოგჯერ, მასში მოცემულ მკითხველთა კომენტარებს ვიყენებ კიდეც იმისათვის, რომ აღვძრა ბიბლიის შემსწავლელები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტატიებს. ეს რუბრიკა ცხადყოფს, რომ თქვენი შრომა, ჩაწვდეთ ადამიანის გულებს, ფუჭი არ არის.
ს. ა. (რუსეთი).
ძილი ძილზე სტატიების სერიის (8 აპრილი, 2003) კითხვა დავიწყე თუ არა, თვალი ვერ მოვწყვიტე, სანამ ბოლოში არ გავედი. მოზარდობის ასაკიდან ღამეში, ხშირად, მხოლოდ ორი-სამი საათი მძინავს. ეს ჟურნალი დამეხმარა იმის გაგებაში, რომ მესაჭიროება ექიმთან მისვლა.
უ. ა. (ტაივანი).
წყალი ვარ დიეტოლოგი. ძალიან მომეწონა სტატია „უძვირფასესი სითხე — წყალი“ (8 ივნისი, 2003). თქვენ შეძელით მხოლოდ ერთ სტატიაში მოგეყარათ თავი იმ ყველაფრისთვის, რაც დიეტოლოგიის 30-საათიან კურსზე ვისწავლე. ვაპირებ ეს ინფორმაცია კლიენტების დასახმარებლად გამოვიყენო.
ჟ. ფ. ს. ფ. (ბრაზილია).
დიაბეტი როდესაც წავიკითხე სტატიათა სერია „ცხოვრება დიაბეტით“ (8 ივნისი, 2003) გავიგე, რომ ხშირი შარდვა ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა დიაბეტი მქონოდა. წავედი ექიმთან და მართლაც ასე აღმოჩნდა. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გავიდა თვეები; ამჟამად წამლების, დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის მეშვეობით ვცდილობ სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირებას. ეს ჟურნალი რომ არ წამეკითხა, ალბათ, დროულად ვერ გავიგებდი, რომ ავად ვიყავი.
ი. ნ. (იაპონია)
იეჰოვას მოწმე არა ვარ, მაგრამ თქვენს ჟურნალებს ერთი კეთილი მეზობლისგან ვიღებ. ძალიან მომეწონა სტატიები დიაბეტზე. რადგან ვეუფლები გერიატრი მედდის სპეციალობას, დამევალა რეფერატის დაწერა დიაბეტზე. რამდენიმე დღით ადრე რომ მიმეღო თქვენი ჟურნალები, უამრავ წიგნში ინფორმაციის მოძიება ამდენ დროს აღარ წამართმევდა! თქვენი სტატიები ძალიან დამხმარეა.
ა. შ. (გერმანია).