„პასუხი ჩემს ლოცვაზე“
„პასუხი ჩემს ლოცვაზე“
ასეთი სიტყვები თქვა წიგნზე „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ცხრა წლის ბიჭის დედამ, რომელმაც იგი ირლანდიაში გამართულ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე მიიღო. მან აღნიშნა: „თვალები ცრემლებით ამევსო! ეს ჩემთვის დიდი კურთხევა იყო, რამდენადაც გასულ კვირას ვფიქრობდი, თუ რომელი პუბლიკაციით ჩამეტარებინა შესწავლა ჩემს ვაჟთან“.
მან თქვა: „დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავდი ლოცვით, რომ ბიბლიაში მოცემული ღრმა აზრები მარტივი ენით გადამეცა ვაჟისთვის და, ამავე დროს, საინტერესო გამეხადა შესწავლა; მაგრამ არ ვიცოდი, რომელი პუბლიკაციით დამეწყო“. ასეთი შესანიშნავი, კარგად ილუსტრირებული წიგნის მიღება ჩემი ლოცვის პასუხი იყო“.
ხუთი ბავშვის დედამ კალიფორნიიდან (აშშ) მსგავსი სიტყვები მოგვწერა: «როდესაც კონგრესის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდით, ვუყურებდი, ჩემი უმცროსი ბავშვები როგორ კითხულობდნენ წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, ათვალიერებდნენ მასში მოცემულ ილუსტრაციებს და არჩევდნენ, თუ რა მოეწონათ ყველაზე მეტად».
მან აღნიშნა: „ის სიხარული, რაც იეჰოვასგან ასეთი საჩუქრის მიღების შემდეგ განვიცადე, წააგავს იმას, რასაც ქორწინების, ბავშვის დაბადების, ნათლობისა თუ სამყაროს შემოქმედისგან მიღებული კურთხევის დროს განიცდიან. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგჯერ რასაც სიხარულის ცრემლებით გამოვხატავთ ჩვენი მოსიყვარულე მამისადმი, იეჰოვასადმი, სიტყვებით ვერასოდეს გადმოვცემდით“.
შესაძლოა თქვენც მსგავსი გრძნობები დაგეუფლოთ, როცა გაეცნობით 256-გვერდიან, შესანიშნავად ილუსტრირებულ წიგნს, რომელიც ამ ჟურნალის ფორმატისაა. თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს პუბლიკაცია, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე გაგზავნით.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.