არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ღრმა შინაარსისაა“

„ღრმა შინაარსისაა“

„ღრმა შინაარსისაა“

ასე შეაფასეს იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში მოცემული სურათები კასელში (გერმანია), საერთაშორისო სამხატვრო ხელოვნების გამოფენაზე. 16 წლის კატია იხსენებს, თუ რა მოხდა, როცა ის თანაკლასელებთან ერთად მივიდა გამოფენაზე და მოისურვეს რელიგიური ნიმუშების დათვალიერება.

ის ყვება: «ჩვენმა გიდმა ჰკითხა სტუდენტებს, თუ უნახავთ იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებში მოცემული ილუსტრაციები. როცა ყველამ უპასუხა „არა“, მან დიდი აღფრთოვანებით დაიწყო იმის შესახებ საუბარი, თუ როგორი ილუსტრაციებია მოცემული ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მან თქვა, რომ სურათები შესანიშნავადაა დახატული, ფოტოსურათები კარგადაა შერჩეული და ღრმა შინაარსისაა.

გიდმა გვირჩია, რომ უფრო ყურადღებით დაგვეთვალიერებინა ეს საინტერესო ილუსტრაციები». ბიბლიური მოვლენების თანამედროვე მეთოდებით გამოსახვა გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა კავშირი აქვთ მათ ჩვენს დროსთან. შემდეგ მან უთხრა მოსწავლეებს, უარი არ ეთქვათ, როცა ასეთ ჟურნალებს შესთავაზებდნენ, და მხოლოდ სურათების დათვალიერებით კი არ დაკმაყოფილებულიყვნენ, არამედ წაეკითხათ შინაარსიანი და საინტერესო სტატიებიც.