მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მაქსიმალიზმი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიებისთვის: „რატომ ვთხოვ ყველაფერში საკუთარ თავს მაქსიმუმს?“ და „როგორ დავძლიო მაქსიმალიზმი?“ (8 აგვისტო და 8 სექტემბერი, 2003). ყველაფერში სრულყოფილების მიღწევის დაუძლეველი სურვილი ტვირთად მექცა, რომლის ტარებაც ჩემს ძალებს აღემატება; ამან სიხარული დამაკარგვინა. ქრისტიანულ შეხვედრებზე მონაწილეობისაც კი მეშინოდა, რომ ცუდი არაფერი წამომცდენოდა. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი ასეთი სტატიებისთვის. ისინი უარყოფითი აზრების დაძლევაში მეხმარება.
ს. მ. (იტალია).
ეს სტატიები დამეხმარა იმ პრობლემასთან გამკლავებაში, რომელიც უკვე 50 წელია მაწუხებს. ვფიქრობდი, რომ ყველაფრის უბადლოდ გაკეთებაში ცუდი არაფერი იყო — უბრალოდ, იეჰოვას საუკეთესოს ვწირავდი. მიკვირდა, რატომ მექმნებოდა პრობლემები შვილებთან, თანამშრომლებთან და თანაქრისტიანებთან. მივხვდი, რომ ზოგიერთი ჩემი შეხედულება გაუწონასწორებელი იყო და იეჰოვას თვალსაზრისს არ ეთანხმებოდა. იმით, რომ „ზედმეტად მართალი“ ვიყავი, საკუთარ თავსაც ვაყენებდი ზიანს და სხვებსაც (ეკლესიასტე 7:16). ამ პრობლემის დაძლევა არც ისე ადვილია, მაგრამ იეჰოვას დახმარების იმედი მაქვს.
ს. ჰ. (შეერთებული შტატები).
რა კარგად გქონდათ ნათქვამი, რომ მაქსიმალიზმით გამოწვეულ წარუმატებლობის შიშს შეუძლია ხალისი წაგვართვას! რამდენიმე წელი იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ვერ ვიგებდი, რატომ ვერ ვაღწევდი საწადელს. სტატიაში ლაპარაკი იყო აგრეთვე მეგობრების არყოლაზე — ხშირად მეგონა, რომ ადამიანები ჩემთან ურთიერთობას გაურბოდნენ, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ. ახლა უკვე ვიცი, რომ ხანგრძლივი და რთული ბრძოლა მელის და, იეჰოვა დამეხმარება.
ლ. რ. (შეერთებული შტატები).
ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია მაქვს და ყოველთვის ვგრძნობ, რომ, რასაც ვაკეთებ, საკმარისი არაა. დავმშვიდდი, როცა გავიგე, რომ მარტო მე არ ვებრძვი მაქსიმალიზმს.
ა. ბ. (კანადა).
გონებით ვხვდები, რომ ყველა ადამიანი არასრულყოფილია, მაგრამ გული საწინააღმდეგოს მეუბნება. გამიხარდა, როცა წავიკითხე, რომ იეჰოვა არ ელის ჩვენგან სრულყოფილებას და გვაფასებს ისეთებს, როგორებიც ვართ. გმადლობთ ასეთი სტატიებისთვის.
ს. კ. (გერმანია).
იმის შიში, რომ შეცდომა არ დამეშვა, ხშირად მაბრკოლებდა. გავიგე, რომ მაქსიმალიზმის შედეგად ვითარდება ქრონიკული გაღიზიანება, პესიმიზმი, დეპრესია და უღირსობის გრძნობა. ჩემი პრობლემა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავძლიე, მაგრამ მივხვდი, რომ საჭიროა ხანდახან ჩემს შეცდომებზეც გავიცინო.
ა. ი. (იაპონია).
დროდადრო ძლიერ სტრესსა და წუხილს განვიცდიდი. ამ დროს საკუთარ თავს ვლანძღავდი და ვეუბნებოდი: „რა არარაობა ხარ!“ თქვენმა სტატიებმა თვალსაზრისი შემისწორა და გამამხნევა. გულიდან ჩამომცილდა მძიმე ტვირთი — სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ბიბლია დამეხმარა, რომ დამოკიდებულება შემეცვალა და დადებითი აზროვნება განმევითარებინა.
მ. ნ. (იაპონია).
სანკტ-პეტერბურგი. დიდი მადლობა სტატიისათვის «სანკტ-პეტერბურგი — რუსეთის „ფანჯარა ევროპაში“» (8 სექტემბერი, 2003). ჩვენი ორკვირიანი საქორწილო მოგზაურობის დროს საკუთარი თვალით ვნახეთ სანკტ-პეტერბურგის ისტორიული ღირსშესანიშნაობები. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა იეჰოვას მოწმეთა ფილიალის, მარიამის თეატრის, ერმიტაჟისა და პეტერგოფის მონახულებამ. უღრმესი მადლობა ამ სტატიისთვის, რომელმაც კარგი მეგზურობა გაგვიწია ამ დიდებულ ქალაქში!
ა. და ო. ს. (რუსეთი).