როდესაც აღარავინ იგრძნობს მარტოობას
როდესაც აღარავინ იგრძნობს მარტოობას
პირველი ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით დაბადების 2:18-ში წერია: «თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე“». ადამიანები ისე იყვნენ შექმნილნი, რომ ერთად და ერთმანეთზე დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ.
საუკეთესო მეგობარი, რომელიც შეგვიძლია გვყავდეს, იეჰოვა ღმერთია. პავლე მოციქული იეჰოვას ახასიათებს, როგორც „მოწყალების მამას და ყოველი ნუგეშის ღმერთს. ჩვენს ნუგეშისმცემელს ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4). იეჰოვა წუხს, როდესაც მისი ნებისმიერი მსახური იტანჯება. ის თანამგრძნობი ღმერთია. „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნები 102:14). განა არ გიზიდავთ იეჰოვა ღმერთი და არ გრძნობთ მადლიერებას მისი მოსიყვარულე, სიკეთით სავსე და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის?
იეჰოვა მხარს უჭერს მარტოობით დატანჯულებს
წარსულში ღვთის ბევრი მსახური აღმოჩენილა ისეთ ვითარებაში, როცა მარტოობას განიცდიდნენ. იეჰოვა მათი მხარდაჭერისა და ნუგეშის წყარო იყო. ავიღოთ, მაგალითად, იერემია, რომელიც ახალგაზრდა იყო, როცა წინასწარმეტყველი გახდა. ბიბლიის 40 დამწერთა შორის, ალბათ, ყველაზე მეტად მხოლოდ მან გამოხატა თავისი გრძნობები. როდესაც ღვთისგან პირველი დავალება მიიღო, არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და ფიქრობდა, რომ ვერ შეასრულებდა მას (იერემია 1:6). ამ დავალების შესასრულებლად ის მთლიანად უნდა მინდობოდა იეჰოვას. მართლაც, იეჰოვა მასთან იყო „როგორც მამაცი მებრძოლი“ (იერემია 1:18, 19; 20:11).
იერემიამდე 300 წლით ადრე, როდესაც დედოფალმა იზებელმა ბაალის წინასწარმეტყველთა 3 მეფეთა 19:4, 9—12, 15—18). თუ ჩვენც, ელიას მსგავსად, მარტოდ ან უღირსად ვიგრძნობთ თავს, შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გაგვაძლიეროს. ასევე, ქრისტიანი უხუცესები გამჭრიახობას ავლენენ და ერთგულ ქრისტიანებს იმით ანუგეშებენ, რომ აჩვენებენ, რა წვლილი შეაქვთ მათ ღვთის განზრახვის შესრულებაში (1 თესალონიკელთა 5:14).
დახოცვის ამბავი შეიტყო, ფიცი დადო, რომ მოკლავდა ელიას. ელია მთელი 450 კილომეტრის მოშორებით გადაიხვეწა ხორებში, რომელიც სინის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. ღამის გასათევად მან თავი გამოქვაბულს შეაფარა. იეჰოვა ღმერთმა ჰკითხა: „აქ რა გინდა, ელია?“ ელიამ მიუგო, რომ მთელს ისრაელში მხოლოდ ის იყო იეჰოვას თაყვანისმცემელი — ღვთის მსახურებისთვის თავდადებული ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი წინასწარმეტყველი. იეჰოვამ დაარწმუნა ელია, რომ ის მარტო არ იყო. იეჰოვა იყო მასთან და, ასევე, ელიასთვის უცნობი 7 000 ისრაელი, რომლებიც იეჰოვას ეთაყვანებოდნენ. იეჰოვამ დაამშვიდა ელია და რწმენა განუმტკიცა. მან გული გაუმაგრა ელიას და წაახალისა წინასწარმეტყველი, რომ არ მიეტოვებინა თავისი მსახურება (ამ და სხვა მაგალითებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა მზადაა მხარი დაუჭიროს და სიყვარულით ანუგეშოს ისინი, ვინც მარტოობას განიცდის. დიახ, „უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნები 9:10; 45:2; ნაუმი 1:7).
მგრძნობიარე და თანამგრძნობი მამაკაცი
იესო ქრისტე, რომელიც იეჰოვას მიბაძვით სრულყოფილად აწონასწორებდა თავის გრძნობებს, შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. ლუკა აღგვიწერს იესოს რეაქციას, როდესაც ის ქალაქ ნაინიდან მომავალ დამკრძალავ პროცესიას შეხვდა: «მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს . . . ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი“. მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას» (ლუკა 7:12—15). იესო შეძრა დედის უბედურებამ. ის თანამგრძნობი მამაკაცი იყო. წარმოიდგინეთ მარტოდ დარჩენილი ქვრივის სიხარული, როდესაც იესომ შვილი გაუცოცხლა! ის მეტად აღარ დაიტანჯებოდა მარტოობით.
ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იესო ‘თანაგვიგრძნობს ჩვენს უძლურებებში’. ის თანაუგრძნობს მარტოობით დატანჯულ პატიოსან ადამიანებს. მართლაც, მისი მეშვეობით შეგვიძლია „მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“ (ებრაელთა 4:15, 16). იესოს მიბაძვით შეგვიძლია თანაგრძნობა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც დამწუხრებულია, ავადმყოფობს და მარტოობას განიცდის. როდესაც სხვებს ვეხმარებით, ნაკლებად გაგვიჩნდება მარტოობის გრძნობა. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება მარტოობის უარყოფითი გრძნობის დაძლევაში.
იეჰოვას სიტყვა დაგვეხმარება მარტოობის დაძლევაში
ბევრმა აღმოაჩინა, რომ ‘წერილთა ნუგეშით გვაქვს იმედი’. ღვთის სიტყვაში მოცემულია მრავალი პრაქტიკული რჩევა, რომლებიც მარტოობის დაძლევაში დაგვეხმარება (რომაელთა 15:4; ფსალმუნები 31:8). მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘საკუთარ თავზე იმაზე მეტად არ ვიფიქროთ, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ’ (რომაელთა 12:3). ამ რჩევის გამოსაყენებლად, შესაძლოა, აზროვნებაში ცვლილებების მოხდენა დაგვჭირდეს. თავმდაბლობა და მოკრძალებულობა — საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინება — უეჭველად დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებულნი ვიყოთ და საკუთარ თავს იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, რაც შეგვიძლია. ღვთის სიტყვა აგრეთვე გვირჩევს, გულწრფელი ინტერესი გამოვავლინოთ სხვებისადმი (ფილიპელთა 2:4). ეს ორმხრივი პროცესია. სხვების მიმართ თუ ყურადღებას გამოვავლენთ, ისინიც მსგავსად მოგვექცევიან. ასეთი მეგობრული ურთიერთობა სიცარიელეს შეგვივსებს და ჩვენს სიცოცხლეს აზრს შესძენს.
ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, ‘არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი’ (ებრაელთა 10:24, 25). ასე რომ, დაკავდით სასარგებლო საქმიანობით, მაგალითად, რეგულარულად დაესწარით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს. ქრისტიანული შეხვედრები უდავოდ ხელს უწყობს ჩვენს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. სხვებთან ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე საუბარი სარგებლობის მომტანი სასიამოვნო საქმიანობაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აზრს მატებს. ის სწორი მიმართულებით წარმართავს ჩვენს აზროვნებას, რწმენას გვიმტკიცებს და იმედს გვინარჩუნებს (ეფესელთა 6:14—17).
დაუახლოვდით იეჰოვას ლოცვით. მეფე დავითი მოგვიწოდებს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება“ (ფსალმუნები 54:23). ღვთის სიტყვის შესწავლით თავს ბედნიერად იგრძნობთ (ფსალმუნები 1:1—3). თუ მარტოობის გრძნობა გეძალებათ, იფიქრეთ იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის შესახებ, რასაც მისი სიტყვიდან ვიგებთ. ფსალმუნმომღერალი წერდა: „მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ“ (ფსალმუნები 118:25).
როცა აღარავინ იტყვის: „თავს მარტოდ ვგრძნობ“
იეჰოვა ღმერთი გვპირდება ახალ ქვეყნიერებას, სადაც აღარ იქნება წუხილი, იმედგაცრუება და უარყოფითი გრძნობები. ბიბლიაში ნათქვამია: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). ამ „წინანდელთან“ ერთად წარსულს ჩაჰბარდება ფსიქიკური მოშლილობა და ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი, რომლებსაც დღეს განვიცდით.
დედამიწა აივსება ადამიანებით, რომლებიც თავიანთი მეგობრული დამოკიდებულებით ცხოვრებას შეგვივსებენ. ზეციური სამეფოს მეშვეობით, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას, იეჰოვა სამუდამოდ აღმოფხვრის მარტოობის გრძნობას. სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე ის შეგვიქმნის ახალ და შესანიშნავ გარემოს. მალე დადგება დღე, როდესაც აღარავინ იტყვის: „თავს მარტოდ ვგრძნობ“.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
თუნდაც მარტო ვიყოთ, იეჰოვას მხარდაჭერის წყალობით მარტოობას არ ვიგრძნობთ.
[სურათები 10 გვერდზე]
რას ვსწავლობთ იერემიასა და ელიას შესახებ ბიბლიაში მოთხრობილი შემთხვევებიდან?