მეცნიერები ამბობენ
მეცნიერები ამბობენ
ბევრი მეცნიერი დამაჯერებლად ამბობს, რომ სწამს შემოქმედის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ზოგადი წარმოდგენა და ბუნდოვანი შეხედულება აქვს ღმერთზე, ისინი მაინც აღიარებენ გონიერი შემოქმედის არსებობას. ქვემოთ მოცემულია მათი გამონათქვამები:
„როგორც მეცნიერი, ვაკვირდები სამყაროში მიმდინარე საოცრად რთულ მოვლენებს, რამაც იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ არსებობს პიროვნება, რომელმაც წესრიგში მოიყვანა ეს რთული სისტემა“. ენდრიუ მაკინტოში, მათემატიკოსი (უელსი, დიდი ბრიტანეთი).
„სამყაროს რთული აგებულება ნათლად მოწმობს შემოქმედზე. თითოეული ბიოლოგიური და ფიზიკური სისტემის გამოკვლევისა და მათში ჩაწვდომის შემდეგ ვხედავთ, თუ რამდენად რთულადაა ისინი შექმნილი“. ჯონ კრამერი, ბიოქიმიკოსი (კანადა).
„დედამიწაზე ცოცხალ არსებათა შორის დამყარებული წესრიგი აშკარაა. ამის მიზეზი უდიდესი ძალაა, რომელსაც პირადად მე ღმერთს ვუწოდებ. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ რწმენა და მეცნიერული ჭეშმარიტება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. პირიქით, რწმენა ავსებს მეცნიერებას, რისი მეშვეობითაც უფრო ღრმად ვწვდებით სამყაროს“. ჟან დორსტი, ბიოლოგი (საფრანგეთი).
«ვერ წარმომიდგენია სამყარო და კაცობრიობა ინტელექტუალური საწყისის გარეშე — იმ სულიერი „სითბოს“ გარეშე, რომელიც სცდება მატერიისა და მისი კანონების ფარგლებს». ანდრეი სახაროვი, მეცნიერი ბირთვული ფიზიკის დარგში (რუსეთი).
„თითოეული ცხოველი უნიკალურადაა შექმნილი და კარგად ეგუება გარემოს. უნდა ვაღიარო, რომ ბუნება ღვთის მიერ უფროა შექმნილი, ვიდრე ევოლუციის შედეგად შემთხვევით განვითარებული“. ბობ ჰოსკენი, ბიოქიმიკოსი (ავსტრალია).