მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ურთიერთობა. უბრალოდ, არ შემეძლო წერილობით არ გამოვხმაურებოდი სტატიათა სერიას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა“ (8 ოქტომბერი, 2003). მასში აღწერილია ქმნილებებს შორის ურთიერთობა, კერძოდ, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ერთმანეთს. მცენარეებიც კი აძლევენ ურთიერთს ნიშანს, როცა საფრთხე ემუქრებათ! რა კარგი იქნება, როცა მათ მსგავსად ადამიანებიც გაუფრთხილდებიან ერთმანეთს.
ს. ჩ. (შეერთებული შტატები).
ძალიან მომეწონა, თუ როგორ აღწერეთ ცხოველებს შორის ურთიერთობა. შეუძლებელია არ მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ღმერთი, რომელმაც დასაბამი მისცა ამ ყველა მშვენიერ ქმნილებას.
რ. ც. (გერმანია).
სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რამხელა სიამოვნება მომანიჭა ამ სტატიების კითხვამ. რა დიდებული პატივია, რომ ღმერთთან ურთიერთობა შეგვიძლია!
ა. უ. (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
ამ დილას, როცა სტატიების კითხვა დავიწყე, არცთუ ისე კარგ ხასიათზე ვიყავი. მაგრამ იმ მონაკვეთმა, სადაც მწერებს შორის ურთიერთობაა აღწერილი, გვარიანად გამამხიარულა და სამსახურში უკვე გაღიმებული წავედი.
ლ. ლ. (საფრანგეთი).
ტატუირება. დიდ მადლობას გიხდით რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „გავიკეთო სვირინგი?“ (8 ოქტომბერი, 2003). მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ტატუირება მაგარი რამე იყო და დროებითი სვირინგის გაკეთებასაც ვაპირებდი. მაგრამ ძალიან დამაფიქრა იმ ფრაზამ, რომ სხეულზე ღვთის შეურაცხმყოფელი არანაირი „დროებითი გამოსახულებაც კი“ არ უნდა გავიკეთოთ. როცა გავიფიქრე, რომ ტატუირებით შეიძლებოდა სხვები დამებრკოლებინა ან ვინმეს მეამბოხე სულის მქონე ადამიანად ჩავეთვალე, გადავწყვიტე, საერთოდ აღარ გამეკეთებინა ის.
ე. კ. (იაპონია).
მე ძალიან მინდოდა სვირინგის გაკეთება. მაგრამ ეს სტატია დამეხმარა იმის დანახვაში, რომ შეიძლება მოგვიანებით ვინანო ამის შესახებ. თქვენ აგრეთვე მოიხსენიეთ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაზეც არასდროს დავფიქრებულვარ. გმადლობთ ასეთი დამაჯერებელი სტატიისთვის.
დ. ტ. (საფრანგეთი).
მეცნიერის ისტორია. ძალიან დიდი მადლობა ბრწყინვალე სტატიისთვის „ჩემი რელიგია მეცნიერება იყო“ (8 ოქტომბერი, 2003). კენეტ ტანაკამ თვალი არ დახუჭა ფაქტებზე. მან აგრეთვე თავმდაბლურად აღიარა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში სწამდა, არასწორი იყო. მას სწორი განწყობა აქვს.
ს. ა. (რუსეთი).
მე დეპრესიით ვიტანჯებოდი. სიკვდილი მინდოდა და ამ სურვილს ვებრძოდი. შემდეგ კენეტ ტანაკას შესახებ დაწერილ სტატიაში წავაწყდი კითხვას: „თუ სამყაროს საბოლოო ხვედრი არარსებობაა, მაშ, საერთოდ, რა აზრი აქვს არსებობას?“ ეს სიტყვები ჩემს გულს შეეხო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ღმერთი მეუბნებოდა: „იცოცხლე!“
ჩ. ი. (იაპონია).